მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შაკირა: “ბარსელონას” წარმატებებს ვუსურვებ “რეალთან მატჩში”

შაკირა: “ბარსელონას” წარმატებებს ვუსურვებ “რეალთან მატჩში”

კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ, კატალონიის “ბარსელონას” წარმატებები უსურვა მოახლოვებულ “ელ კლასიკოში”. როგორც მოგეხსენებათ 10 დეკემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” “ლურჯ–ბროწეულისფერებს” დაუხვდება. მატჩი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ეგიდით გაიმართება.

 

“რა თქმა უნდა მსურს “ბარსელონამ” გაიმარჯვოს. მე უკვე ამ კლუბის გულშემატკივრად ჩამოვყალიბდი. ამის მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ “რეალიც” ფანტასტიკური გუნდია. ახლა დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი რვაფეხა პაული, რათა მქონოდა მისი გრძნობები და წინასწარ გამეგო თუ ვინ გაიმარჯვებს მოახლოვებულ “ელ კლასიკოში.” –ციტირებს შაკირას სიტყვებს ესპანური პრესა.

 

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს დონის მომღერალი და “ბარსას” ფეხბურთელი ხერარდ პიკე დიდი ხანია ხვდებიან ერთმანეთს და გავრცელებული ინფორმაციით, მალე დაქორწინებასაც კი აპირებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში