როგორც იცით, ლონდონის “არსენალმა” 29 მილიონ ევროდ ფაბრეგასის “ბარსაში” გაშვებაზე უარი განაცხადა. Daily Mail იტყობინება, რომ “მეთოფეები” მზად არიან გაყიდონ ცესკი ორმაგ ფასში. თუ კატალონიის “ბარსელონას” მართლა სურს ესპანელი ნახევარმცველის ყიდვა, მაშინ მას 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ თვითნ ფაბრეგასმა სურვილი გამოთქვა კამპ–ნოუზე დაბრუნებისა.
წყარო: soccer.ru



