”ლევანტეს” 6 ვიზიტი ”ნოუ კამპზე” მუდმივად მარცხით დასრულდა. ამ სეზონში ”ლევანტე” სტუმრად მეოთხე პოზიციაზე მყოფი ჩავა და გვარდიოლას გუნდთან 5 ქულიანი ჩამორჩენა ექნება.
შაბათს, 22 საათზე ”ნოუ კამპზე” ”ლევანტე” ჩავა. გუნდი ამჟამად შესანიშვა შედეგებს აჩვენებს, რის მიხედვითაც ისინი პრიმერაში მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან. მათ 26 ქულა აქვთ და გვარდიოლას გუნდს 5 ქულით ჩამორჩებიან.
მარტინესის გუნდი ისტორიაში პირველად შეეცდება ”ნოუ კამპზე” გამარჯვების მოპოვებას. 100 წლის მანძილზე ”ბარსამ” ექვსივე შემთხვევაში საკუთარ მოედანზე ვალენსიური გუნდი დაამარცხა.
ექვსიდან ექვსი
”ლევანტეს” პირველ სეზონში პრიმერაში ”ბარსამ” ისინი 6:2 დაამარცა. მომდევნო სეზონში ანგარიში 4:2 დაფიქსირდა. ამის შემდეგ 40 წელი გავიდა და ”ლევანტე” კვლავ დაბრუნდა ”ნოუ კამპზე”. ფრანკ რაიკაარდის გუნდმა 2005 წელს 2:1 დაამცრხა ისინი, 2007 წელს 1:0, ხოლო 2008 წელს 5:1.
ბოლოს ”ლევანტემ” ”ნოუ კამპზე” გასულ სეზონში წააგო, როცა გვარდიოლას შეგირდებმა სტუმრები 2:1 დაამარცხეს.



