მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპე: “ბარსელონა” კარგი გუნდია, მაგრამ…”

პეპე: “ბარსელონა” კარგი გუნდია, მაგრამ…”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა პეპემ, განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ კატალონიის “ბარსელონა” ამ დროსიათვის მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. პორტუგალიელის თქმით ყველა გუნდს თავისი ფილოსოფია გააჩნია, რითიც ისინი ბრწყინვალებას ამტკიცებენ.

“ბარსელონა” კარგი გუნდია. კატალონიურ გრანდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც უამრავი მიღწევა აქვთ. ამის მიუხედავად, უსამართლობაა, როდესაც ხალხი ამბობს, რომ მათ მსოფლიოში ბადალი არ ჰყავთ. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს სხვა გუნდებზე. ყველას თავისი სტილი და ფილოსოფია გააჩნია და ეს ყველას ბრწყინვალებას ანიჭებს. მაგალითად “რეალი”, ჩვენ საკუთარი ფილოსოფიით მსოფლიოში საუკეთესოები ვართ.” -ციტირებს პეპეს სიტყვებს ესპანური პრესა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში