მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-რაიო. ტექსტური ტრანსლაცია

ბარსელონა-რაიო. ტექსტური ტრანსლაცია

მოგესალმებით და ვიწყებთ კიდევ ერთ ტექსტურ ტრანსლაციას “ბარსელონას” მონაწილეობით. კატალონიურ გრანდს ბოლო დროინდელი არც თუ ისე კარგი გამოსვლის შემდეგ და “ხეტაფესთან” დასანანი მარცხის შემდეგ ბევრი აკრიტიკებს. ამიტომ ამ შეხვედრაში “ლურჯ–ბროწეულისფერებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ და რაც შეუძლია დიდი ანგარიშით დაამარხოს მოწინააღმდეგე.

 

1′ და დაიწყო მატჩი. მსაჯის სასტვენის შემდეგ, ბურთი ცენტრიდან “რაიო ვალიეკანოს” ფეხბურთელებმა გააგორეს.

 

2′ პირველი სახიფათო მომენტი. ინიესტამ დაინახა, რომ კობენიო ცოტა წინ იყო გამოსული და შორიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ კუთხური. ეს ძალიან კარგი სტარტია მასპინძლებისგან.

 

4′ ჯერჯერობით “რაიოს” ფეხბურთელები არ აძლევენ მესის თავისუფალ ტერიტორიას. ლეომ ამ სეზონში ლა ლიგის ყველა მატჩში უკვე 15 გოლი გაიტანა. ზუსტად ამდენი აქვს გატანილი მთლიან “რაიოს” გუნდს.

 

7′ პრესინგი გრძელდება და “ბარსა” ვერ ჩაჯდა ჩვეულ რიტმში.

 

10′ და აი როგორც იქნა “გაივაკა” მესიმ. იგი კარგად გაცდა რამდენიმე ფეხბურთელს, თუმცა მხოლოდ კუთხური, რომელიც ჩავიმ ჩააწოდა და სახეირო არაფერი გამოვიდა.

 

15′ კობენიოს “გაჭირვება” ახლა იწყება. მასპინძლებმა ჩაიგდეს ბურთი და როგორც იქნა ათამაშდნენ ისე, როგორც საჭიროა. დანი ალვესის შორეულ დარტყმულს მეკარე დიდი გაჭირვებით გაუმკლავდა.

 

20′ ბრწყინვალე კომბინაცია. ვალდესმა გადაუგდო ბურთი ინიესტას, რომელმაც წინ ვილა იპოვა და ესპანელი ფორვარდი ერთი–ერთზე დარჩა მეკარესთან, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. განმეორებაზე ჩანს, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა.

 

21′ ჯარიმა “ბარსას” კარის მიმართულებით. მიჩელმა კარგად დაარტყა და ბურთი კედელს გადააცილა, თუმცა ვალდესის შეხების შემდეგ კუთხური დაინიშნა.

 

22′ “რაიომ” კუთხური ვერ გამოიყენა ვერაფრით და განიმუხტა სიტუაცია.

 

26′ ინიესტამ შორიდან “გაისროლა”, თუმცა ბურთი კარს ზემოდან გადასცდა.

 

29′  გოოოოოოლ. სანჩესი ხსნის ანგარიშს. მესის კარგი გარღვევა და შემდეგ პასი ჩავის, რომელიც პოულობს მარცხენა ფლანგზე მყოფ სანჩესს და ეს უკანასკნელიც შესანიშნავი, მოჭრილი დარტყმით მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში ხსნის ანგარიშს.

 

31′ ძალიან კარგად გათამაშებული კედელი მესის და ინიესტას შორის, თუმცა არგენტინალის მახვილი კუთხიდან დარტყმული ცდება მიზანს.

 

35′ ჯერჯერობით კვლავ პრესინგზე ეთამაშება “რაიო” მოწინააღმდეგეს. შეძლებენ კი სტუმრები 90 წუთის მანძილზე ამის გაკეთებას?

 

40′  გოოოოოოოოოლ. სანჩესის დუბლი. ჩავის კიდევ ერთი კარგი თამაში და ალექსისი ძალიან კარგ პოზიციაზე რჩება და დაბალი დარტყმულით ორამდე ზრდის თავისი გუნდის უპირატესობას.

 

42′  გოოოოოოოოოლ. ვილა საბოლოოდ წერტილს უსვამს “რაიოს” იმედებს. ანგარიშია 3:0.

 

44′  ალვეში იქნა წაქცეული ხორდის მიერ და სტუმართა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

 

45′ და გაისმის მსაჯის სასტვენის ხმა. პირველი ტაიმი დასრულებულია.

 

46′ დაიწყო მეორე ნახევარი.

 

46′  სტუმრებმა ცვლილებით დაიწყეს. მოედანზე ტამუდო გამოჩნდა მიჩელის ნაცვლად.

 

49′   გოოოოოოოოოლ. სწრაფი გოლი მეორე ტაიმში “ბარსას” მხრიდან. მესის ბრწყინვალე გარღვევა ფლანგიდან და არგენტინელი თავადვე ასრულებს ამ კარგ გარღვევას და 4:0.

 

52′ ალექსისის აქტიურობამ “ბარსელონას” კუთხური მოუპოვა, თუმცა სიტუაცია ადვილად განიმუხტა.

 

53′  კიდევ ერთი ცვლილება “რაიოს” რიგებში. ფუეგოს ნაცვლად მოედანზე რაფა გარსია გამოჩნდა.

 

54′  აქ კი გვარდიოლა ორმაგ ცვლილებას აკეთებს. მინდორზე ფაბრეგასი აბიჯებს ინიესტას მაგივრად, ხოლო ტიაგო კი ჩავის ნაცვლად შემოდის.

 

57′ მეორე ტაიმში აქტიურები არიან სტუმრები. ამჯერად “ბარსას” საჯარიმოში ჩაწოდებულ მაღალ ბურთს ტამუდომ ძალიან ლამაზად დაკრა, თუმცა მცირე მანძილით ააცილა მიზანს.

 

61′ დავიდ ვილა და არიბასი მხარ და მხარ შევიდნენ საჯარიმოში და საბოლოოდ ეს ორთაბრძოლა არიბასმა მოიგო.

 

62′ სტუმრები კვლავ აქტიურობენ. ისინი ცდილობენ გაამწვავონ სიტუაცია “ბარსას” კართან და ახლაც კარგად გათამაშებულ კომბინაციას ერთადერთი დარტყმაღა დააკლდა.

 

66′ “ბარსელონამ” შედარებით დააგდო თამაშის ტემპი. ვნახოთ იქნება თუ არა ეს ზედიზედ მე–12 შეხვედრა “კამპ ნოუზე” გოლის გაშვების გარეშე.

 

68′  ბოლო ცვლილება სტუმართა რიგებში. ბანგოურას ნაცვლად პიტი გამოჩნდა მოედანზე.

 

69′ ეს 5:0 უნდა ყოფილიყო. ვილამ ფანტასტიკურად აუარა გვერდი ერთ მცველს, რის შემდეგაც მეკარე სწრაფად გამოვარდა კარიდან და დავიდმაც ლამაზად გადაუგდო თავზე, თუმცა ბურთი სულ მცირე მანძილით ასცდა მიზანს.

 

70′  და ამასობაში გვარდიოლაც თავის ბოლო შეცვლის უფლებას იყენებს. სანჩესი დიდ ოვაციებს იღებს გულშემატკივრებისგან და მის ნაცვლად ადრიანო შემოდის.

 

74′ კატალონიელები მშვიდად ათამაშებენ ბურთს. ალბათ გვარდიოლა კმაყოფილია, რადგან იგი ახერხებს და “ელ კლასიკოს” მოახლოვების შედეგად ასვენებს ჩავის და ინიესტას.

 

77′ მესის კიდევ ერთი გაბრწყინება. ლეომ შესანიშნავად აურა გვერდი ერთ მოწინააღმდეგეს და საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა კობენიოს კარს.

 

80′ მიჩუმ ძალიან ლამაზად მოატყუა ტიაგო, რის შემდეგაც დაარტყა და ვალდესმა ეს ბურთი მოიგერია, მაგრამ ხელში ვერ შეიკავა ბურთი და ტამუდომ დამატებაზე ითამაშა, თუმცა ვიქტორის თავგანწირული თამაშის შემდეგ “ბარსა” გადარჩა გაშვებულ გოლს.

 

84′  აქ კი ვიქტორ ვალდესი იღებს ყვითელ ბარათს დროის გაყვანის მცდელობის შემდეგ.

 

85′  პიკე, ვალდესის მსგავსად, გაფრთხილებულ იქნა ასევე დროის გაყვანის გამო. ჯერარდისთვის ეს ამ სეზონში მეხუთე ყვითელი ბარათია და გამოტოვებს შემდეგ შეხვედრას “ლევანტეს” წინააღმდეგ. ესპანელი მცველი უკვე 100%–ით მიიღებს მონაწილეობას “ელ კლასიკოში” და არ ემუქრება დისკვალიფიკაცია.

 

88′ ფაბრეგასის შესანიშნავი გადაცემა პიკეს მისამართით და ეს უკანასკნელი ერთი–ერთზეა მეკარესთან, თუმცა ბურთს წინ იგდებს, რითიც სარგებლობს კობენიო და იგერიებს ბურთს.

 

90′ მსაჯმა არაფერი არ დაამატა მეორე ნახევარს, ისევე როგორც პირველს და სრულდება შეხვედრა, 4:0. “ბარსელონასთვის” ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი გამარჯვებაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში