
შენი მეორე მუნდეალისათვის მზად ხარ ?
მოუთმენლად ველი , მაქვს იმედი და მინდა , რომ გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწიოს . მე გავიზარდე გავძლიერდი და მჯერა ჩემი თანაგუნდელების . ჩვენ ძლიერი და მეგობრული გუნდი გვყავს.
გინდა , რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი შენი იყოს?
არა ჩემი , არამედ მთელი არგენტინის . ბარსელონაში კარგი სეზონისშემდეგ , კარგი იქნებოდა ამ წლის დასრულება ტიტულით , რომლისთვისაც ნაკრები უკვე დიდიხანია იბრძვის.
განიცდი წნეხს იმის გამო ,რომ შენ არგენტინის ვარსკვლავად ითვლები ?
არა , მე უკვე შევეჩვიე ამ ყველაფერს . ბარსელონაში გამუდმებით განვიცდი წნეხს იმის გამო, რომ ყოველთვის უნდა გავიმარჯვო და მოვიპოვო ტიტულები . მე სიამოვნებას ვიღებ იმისგან , რომ შემიძლია ვითამაშო ნაკრებში და თან ასეთ სერიოზულ ტურნირში . მე მშვიდად ვარ და მსურს მსოფლიო ჩემპიონატი მალე დაიწყოს , ჩემი მეგობრებიც მოუთმენლად ამას ელიან .
ამის გარდა , მე ვთქვი , რომ ნაკრებში ვთამაშობ არამარტო მე , არამედ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი, ნებისმიერ პოზიციაზე . ამიტომ უნდა გამოვიყენოთ გუნდის ღირსება , რომელიც მას გააჩნია . მე ვსაუბრობ ამ გუნდის ყველა წევრზე და ვიცი , რომ ჩვენ უძლიერესი ნაკრები გვყავს .
შენ გიყვარს ეს ნაკრები? მას შეუძლია ფინალამდე მიღწევა?
ჩემი აზრით, თუ გადავხედავთ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებს , ძნელი წარმოსადგენია უფრო ძლიერი გუნდი , ვიდრე ჩვენია . იმ დროის განმავლობაში , რაც ჩვენ პრესტორიაში გავატარეთ , შევძელით ერთმანეთთან შეწყობა და თამაშის გაუმჯობესება . ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ამ დროის მანძილზე და ვფიქრობ , რომ სწორი გზით მივდივართ .
შენს კარიერაში ეხლა საუკეთესო ეტაპია?
ეს დიდი ეტაპია . ბარსაში ამ წელს ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მე კმაყოფილი ვარ ამით . მე ვგრძნობ ნაკრების ფეხბურთელთა მხარდაჭერას . ჩვენ არ გვქონია საშვალება იმისა , რომ შევგროვებულიყავით და გაგვეცნო ერთმანეტი კარგად და ასევე იმისათვის , რომ შევთამაშებულიყავით .
როგორ წარმოაჩენს არგენტინა საკუთარ თავს ამ ჩემპიონატზე?
ჩვენ მზად ვართ , რომ გავხდეთ ჩემპიონები . ჩვენ შევეცდებით გავხდეთ ჩემპიონები . ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ამაზე და გვსურს ჩვენი სიზმარი რეალობად ვაქციოთ .
და შენ გგონია , რომ მართლა გაიმარჯვებთ?
ჩემი ოცნებაა მსოფლიო ჩემპიონობა . მე წარმოვიდგენ ხოლმე , თუ როგორია როდესაც თავს ზევით მსოფლიო თასს წევ. მე ჯერ არ მიფიქრია , თუ როგორ მივაღწევთ ფინალამდე , მაგრამ დარწმუნებული ვარ . რომ ჩვენ გავიმარჯვებთ .
შენ უკვე გაიაზრე ის ფაქტი , რომ პირველად გადიხარ ნაკრების 10 ნომრის მქონე ფორმით, რომელიც თვით მარადონ ატარებდა ?
მე ამაზე არც კი დავფიქრებულვარ . მე მშვიდად ვარ , ყველაფერი კარგად არის , მე ყველაფერი გამომივიდა ბარსაში , მე მოვახერხე მიმეღწია უფრო მეტისთვის, ვიდრე მიაღწია მან. იმედი მაქვს , რომ იგივენაირად გავაგრძელებ ბარსაში თამაშს და კიდევ ბევრ ტიტულს მოვიპოვებ , რისი იმედი ნაკრებშიც მაქვს .



