მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

როგორც ინგლისური პრესა იტყობინება, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი სამიზნე 2013 წლისთვის იქნება ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი თეო ვოლკოტი. “ბლაუგრანას” დამრიგებელი მას შემდეგ დაინტერესდა ინგლისელით, რაც ბოლო წლების მანძილზე ახალგაზრდა მოთამაშებ მართლაც სასწაულები ჩაიდინა და ბრწყინვალედ ათამაშდა.

 

“ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ არ გამორიცხავს იგივე ლონდონური კლუბის “ტოტენჰემის” ფეხბურთელის, გარეტ ბეილის გადმობირებას, მაგრამ როგორც ჩანს პეპს ვოლკოტი უფრო აინტერესებს და შეეცდება მის ყიდვას.

 

თუ ამ სეზონში “არსენალი” ვერ მოახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას, მაშინ შესაძლოა გუნდი დატოვოს არსენ ვენგერმა და სწორედ ეს გახდეს თეოს წასვლის მიზეზიც. როგორც გაირკვა, “ბარსას” ხელმძღვანელობა “მეთოფეებს” შესთავაზებს 35 მილიონ ევროს ინგისელ ფეხბურთელში. როგორც ჩანს, გვარდიოლას სწამს, რომ ვოლკოტს შესწევს ალექსის სანჩესის და დავიდ ვილას ძირითადი შემადგნელობიდან ამოგდება და მათ დონეზე თამაში. ასე რომ თეოს კატალონიურ გრანდში გადმოსვლა ძალიან პრიორიტეტულია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში