მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“ბარსელონას” დელეგაცია ჩავიდა მილანში, სადაც ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში “მილანს” დაუპირისპირდება. კატალონიელებს დიდი დანაკლისი აქვთ. გუნდს ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული ინიესტა, ადრიანო და აფელაი და დისკვალიფიცირებული ალვეში.

 

2009/10 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალური მატჩის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა “ბარსა” მილანში ჩადის. განსხვავება ისაა, რომ მაშინ კატალონიელების მეტოქე “ინტერი” იყო. გუნდის დელეგაციის თვითმფრინავი მილანის აეროპორტში ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაეშვა. აეროპორტიდან ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები პირდაპირ სასტუმროსკენ გაემართნენ. ისინი 18:15 საათამდე დაისვენებენ, შემდეგ კი გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი პრესის წინაშე წარსდგებიან. მოგვიანებით “ბარსელონა” “სან სიროს” მიაშურებს და ვარჯიშს გამართავს.

 

“ბარსელონას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი იტალიაში ხვალ გაემგზავრება და მატჩს დაესწრება. გუნდს ანტონი ფრეიხასთან, ედუარდო კოლთან, მანელ აროიოსთან და ანდონი სუბისარეტასთან ერთად 4,700 გულშემატკივარი გაჰყვა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში