მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდო: “არ მაღელვებს, როდესაც მესის სახელს სკანდირებს პუბლიკა”

რონალდო: “არ მაღელვებს, როდესაც მესის სახელს სკანდირებს პუბლიკა”

პროტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველი, კრიშტიანო რონალდო, აცხადებს, რომ მას სრულიად არ აღელვებს, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდი ფანები მესის სახელს სკანდირებენ მაშინ, როცა პორტუგალიელი ბურთს შეეხება. იტყობინება ესპანური პრესა.

 

საქმე იმაში გახლავთ, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგები “თეთრების” თამაშის დროს ხშირად გაიძახიან მესის სახელს. ამით ნერვებს უშლიან “რეალის” პორტუგალიელ ლიდერს, კრიშტიანო რონალდოს და მიანიშნებენ იმაზე, რომ არგენტინელი მასზე უკეთესია.

 

“ეს მე საერთოდ არ მაღელვებს. ამ შეძახილების გამო ნამდვილად არ ვაპირებ სხვა სტილში თამაშს”. განაცხადა კრიშტიანო რონალდომ.

 

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ოქროს ბურთი სრულიად არ ადარდებს მას. მისივე სიტყვებით, პრიორიტეტული მხოლოდ გუნდური ტიტულებია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში