მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზეედორფი: “მესი საუკეთესოა, მაგრამ რონალდო ძალიან ახლოსაა მასთან”

ზეედორფი: “მესი საუკეთესოა, მაგრამ რონალდო ძალიან ახლოსაა მასთან”

“მილანის” ჰოლანდიელი ნახევარმცველი, კლარენს ზეედორფი, აცხადებს, რომ ლიონელ ანდრეს მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. იტყობინება ერსპანური პრესა.

 

მაგრამ კლარენს ზეედორფს არც მადრიდის “რეალის” შემტევი, კრიშტიანო რონალდო, დავიწყებია: “მესი უბრალოდ ბრწყინვალეა. ის ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობს და ჩვენ ვტკბებით მისი ცქერით. ეჭვგარეშეა, რომ ლიონელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო, არც ისე შორსაა ლეოსგან”. დაასრულა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.

 

შეგახსენებთ, რომ მატჩი “მილანსა” და “ბარსელონას” შორის შედგება ხვალ, თბილისის დროით ღამის 12 საათზე. შეხვედრა გაიმართება იტალიაში, “სან სიროზე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში