– პრიმერას საწყისს 12 ტურში ”ბარსელონამ” 38 გოლის გატანა მოახერხა (3.2 მატჩში საშუალოდ) და გაუშვა მხოლოდ 6 (0.5 საშუალოდ).
– ”ბარსას” ბურთის ფლობამ მატჩში 66% შეადგინა.
– მასპინძლებმა 597 გადაცემა გააკეთეს, ხოლო სტუმრებმა 241.
– დანი ალვესმა მატჩში ყველაზე მეტი გადაცემა გააკეთა (90).
– ”ბარსამ” გოლის გასატანად 24 მომენტი შექმნა, ”სარაგოსამ” 4.
– მხოლოდ მესის ჰქონდა უფრო მეტი დარტყმა (6) კარში, ვიდრე ”სარაგოსას”.
– ვიქტორ ვალდესს მატჩში სეივი არ განუხორციელებია.
– ”ბარსამ” გაძლიერებული პრესინგის თამაშის გამო მეტოქეზე მეტი ჯარიმი მიიღო: 20 – 16
– ორივე ცენტრალურმა მცველმა, პიკემ და პუიოლმა გოლი გაიტანა. ეს 2009 წლის 2 მაისის შემდეგ არ მომხდარა, როცა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” 6:2 მოიგო ”ბარსელონამ”.
– პუიოლმა ყველაზე მეტჯერ დაიბრუნა ბურთი (12).
– კუნთის ტრავმის შემდეგ ალექსის სანჩესი პირველად მოხდა ”ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში.


