მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანი: “ბარსელონაში” ვგრძნობდი, რომ ცვლილებები მჭირდებოდა”

ბოიანი: “ბარსელონაში” ვგრძნობდი, რომ ცვლილებები მჭირდებოდა”

“რომას” თავდამსხმელმა, ბოიან კრკიჩმა “ბარსელონადან” წასვლის მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

 

“ვგრძნობდი, რომ ცვლილებები მჭირდებოდა, ვინაიდან სულ უფრო და უფრო მცირე დროით მიწევდა თამაში, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ცუდია. ასეთ დროს წარმოიშვება დაღმასვლის რისკი.”

 

“ეს ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო, ვინაიდან მე “ბარსელონაში” გავიზარდე. მამამ და ლუის ენრიკემ მითხრეს, რომ მე უნდა გავზრდილიყავი როგორც ფეხბურთელი და “რომა” ამისთვის კარგი ვარიანტი იყო.” – ციტირებს ბოიან კრკიჩის სიტყვებს Reuters.

 

შეგახსენებთ, რომ ბოიან კრკიჩმა “ბარსელონა” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა და კარიერის გასაგრძელებლად “რომას” მიაშურა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში