“ბარსელონას” მცველი ერიკ გარსია გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
ესპანელმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგაზე “ნიუკასლის” წინააღმდეგ გამართული მატჩი გამოტოვა. მიზეზი კუნთის მცირე პრობლემა იყო.
ახლა კი გარსიამ დაზიანება მოიშუშა და დღევანდელ ვარჯიშში ჩვეულებრივად მიიღო მონაწილეობა, რაც “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან დაცვის ხაზში ალტერნატივები ბოლო პერიოდში საკმაოდ შეზღუდული იყო.
მომდევნო თამაში “ბარსელონას” კვირას “სევილიასთან” აქვს.
მშვენიერი
კაი ვირია.
ამ ბიჭს რომ ხარისხში ნახტომი აქვს, ეგეთი ზრდა ასე მოკლე დროში არ მახსენდება სხვა❤️. უსაჭიროეს კაცად ჩამოაყალიბა ფლიკმა. საღოლ მწვრთნელსაც და ამასაც. უფრო ამას თორე თუ ფერან ტორესი, არაუხო ან ბალდესნაირი პადოში ხარ, სულ ფლიკი, კრუიფი და არიგო საკი ერთად გავარჯიშებდეს რა კლეც ხარ ის კლე დარჩები ათწლეულები🙂
ძალიან კარგი და სხვებზე რა ისმის.
არტეტა ავტოგრაფებს რატო არ იძლევა? მეორედ შემხვდა ვიდეო უკვე მსგავსი შინაარსის.
სუპერ სიახლეა, ახლა სირთავაბალდე, დეიონგი და კუნდეც მოიხოდონ ერთ კვირაში მაინც და შეგვიძლია ბრძოლა მერე
საღოლ ერიკს,ეს თუ ასე დააქამბექებდა ვის გვეგონა,უმნიშვნელოვანესი იგროკი გახდა და დონეც მაგრად აწია…
ეს ათამაშეთ ბერნალის მაგივრად. 2-3 ლა ლიგის თამაშში ზედიზედ
კი ტალანტი არა მაგრამ ძალიან საჭირო კაცი გახდა უმაგრესი უნივერსალია