“ბარსელონას” ესპანელმა შემტევმა, ფერან ტორესმა მორიგი უგოლო თამაში ჩაატარა. არადა, რა კარგად დაიწყო.
მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ფერან ტორესის კარიერაში ალბათ საუკეთესო მონაკვეთი იყო. 19 თამაშში გატანილი 13 გოლით მას გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. თუმცა ფერანის ბოლო გაბრწყინება 2025 წლის დეკემბერში ვნახეთ, როდესაც “ბეტისთან” სტუმრად 5-3 მოგებულ შეხვედრაში მან ჰეთ თრიქი გაიფორმა.
მას შემდეგ ტორესმა მონაწილეობა 17 მატჩში მიიღო და მის აქტივში მხოლოდ 3 გოლია.
26 წლის ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე იყო “ატლეტიკოსთან” მატჩში (3-0), რომლის შემდეგაც “ბარსა” ესპანეთის თასიდან გამოვარდა. ფერან ტორესის აქტივში 64 წუთს განმავლობაში მხოლოდ 1 ზუსტი დარტყმა და 2 ზუსტი პასი იყო.
4 გოლი გვქონდა გასატანი და 10 კაცით ვიყავით