მიუნხენის “ბაიერნის” 28 წლის კაპიტანმა ფილიპ ლამმა, ბოლო ხანებში თავისი გუნდის კარგად გამოსვლაზე ისაუბრა და გერმანული გრანდი კატალონიის “ბარსელონასაც” კი შეადარა. დიახ, სწორედ იმ “ბარსელონას”, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოს საუკეთესო გუნდად გვევლინება.
“მე და ჩემი თანაგუნდელები ხშირად ვსაუბრობდით “ბარსაზე” და მათ სათამაშო სტილზე. “ლურჯ–ბროწეულისფერები” ძალიან ძლიერები არიან და ყოველი ფეხბურთელი კარგადაა შეთამაშებული ერთმანეთთან. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და შეგვიძლია მათ დონეს მივაღწიოთ, რადგან აშკარად ვპროგრესირებთ.” –განაცხადა გერმანელმა მცველმა.
როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენელებმა მართლაც ჩინებულად დაიწყეს ეს სეზონი და როგორც “ბუნდესლიგაში”, ისე ჩემპიონთა ლიგის ა ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერები არიან.



