
კატალონიის “ბარსელონას” შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის შეხვდა. იბრამ და ანჩელოტიმ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ–ერთ პრეზტიჟულ სასტუმროში ერთად ისადილეს. ისინი ქალაქ მაიამიში შეხვდნენ ერთმანეთს. მათი შეხვედრა, რა თქმა უნდა, არ გამორჩენიათ ჟურნალისტებს. რა თქმა, უნდა შვედი და ანჩელოტი ერთმანეთს კრისტინა აგილერას ალბომზე სასაუბროდ არ შეხვედრიან, არც სერიალ დაკარგულების დასასრულის შესახებ. რაზე უნდა ჰქონოდათ მათ საუბარი? შესაძლებელია ისიც, რომ მათ იბრას მომავალთან დაკავშირებით ისაუბრეს, რადგანაც ზლატანს ვილიას სახით უძლიერესი კონკურენტი ჰყავს “ბარსაში”.
წყარო:football.ua