“ოსასუნასთან” გუშინ გამართული თამაში (2-0) ლა ლიგის ზედიზედ 37-ე შეხვედრა იყო, რომელშიც “ბარსელონამ” გოლის გატანა მოახერხა.
უკვე ერთი წელია, ჰანსი ფლიკის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის ყველა მატჩში გატანას ახერხებს. 2024 წლის 14 დეკემბერს კატალონიელებმა “ლეგანესს” უმასპინძლეს და 0-1 წააგეს. მას შემდეგ უკვე 37 თამაშია, “ბლაუგრანას” ყოველთვის გააქვს.
“ბარსამ” საკუთარ ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგი გაიმეორა. 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლამდე ერნესტო ვალვერდეს “ბარსელონამ” გოლი ლა ლიგის ზედიზედ 37 თამაშში გაიტანა.
საკლუბო რეკორდამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე ჯერ პეპ გვარდიოლას, შემდეგ კი ტიტო ვილანოვას “ბარსამ” გოლი ლა ლიგის ზედიზედ 64 თამაშში გაიტანა.
ზე შემტევია ეს ბარსა და არცაა გასაკვირი
რეკორდის მოხსნა წარმოუდგენელია, რა ამბავია 64 თამაში?😃
არ იქნება ზამთარში ტრანსფერები. თქვეს უკვე გასაგებად ძმა. ნუ შეგიძლია ჩამოთვალო ვინც გევასება ის ფეხბურთელები და ისურვო ბარსაში. ვენი რა მიდის. მაგრამ რეალურად არათუ ზამთარში ზაფხულშიც გაჭირდება ტანსფერები თუ ვინმე ძირითადის არ გაიყიდა. და ასე იქმება ალბათ 5-6 წელი საუკეთესო შემთხვევაში. 2 0000000 ვალი აქვს კლუბს.
2012/13-ში მესი გვყავდა და იმ დროს კი არა დღესაც გააქვს მაიამში თითქმის ყველა მატჩში, თუ ვერ გააქვს და ასისტს მაინც აკეთებს.
ფლიკის ახალ ტაკტიკას ვანდევენი დაკავდება იდელაურად კუბარსის მაგივრად ბოლო მცველზე სწრაფოც არის ძლიერიც და ჭკვიანიც რამენაირად უნდა მოიყვანონ შლოტერბეკიც არაა ცუდი მარა ვანდვენი გაცილებით უფრო ჩქარია პასი ერთ დონეზე აქვთ