გუშინ “ბარსელონა” “ბეტისთან” სტუმრად გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგა, თუმცა ეს მორიგი ჩვეულებრივი ვარჯიში არ ყოფილა, ამის მიზეზი კი ანდრეს ინიესტაა.
ლეგენდარული ფეხბურთელი “ბარსას” საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და გუნდი მოინახულა.
გუშინდელ სესიაზე ასევე კარგი ამბავი იყო ფერმინ ლოპესისა და ფრენკი დე იონგის დაბრუნება, რომლებმაც “ატლეტიკოსთან” შეხვედრა გამოტოვეს. მათ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს. ივარაუდება, რომ ფერმინი და ფრენკი “ბეტისთან” დაპირისპირებისთვის სრულ მზადყოფნაში იქნებიან.
მაესტრო❤️
გუშინ დაამთავრა კარიერა და 70 წლის კაცს ჰგავს.
ანდრეს შენი ფინტი ასწავლე ერთი მაგათ, ერთი ფეხიდან ბურთი მომენტალურად მეორეზე რომ გადაგაქვს.
სტუმარიო? ინიესტას რა ჭირს იმისი, რო ბარსას ვარჯიშზე დაპატიჟება დასჭირდეს. საინტერესოა ლაპორტა ამაზეც ხო არ აპირებს გამოძიების დაწყებას თუ ვინ შეუშვა კლუბის ვარჯიშზე უჩემოდო.
როგორ მინდა რომ კლუბში რამეზე მაინც იმუშაოს და იყოს ბარსას ბორდში