მადრიდის “ატლეტიკოსთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში (3-1) “ბარსელონამ” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, მაგრამ ჰანსი ფლიკის გუნდმა დანაკარგიც განიცადა.
65-ე წუთზე დანი ოლმომ “ბარსელონა” წინ გაიყვანა, თუმცა გოლის დროს მან დაზიანება მიიღო. ფაბრიციო რომანოს ცნობით ესპანელ შემტევ ნახევარმცველს მხარი აქვს ამოვარდნილი და მას მინიმუმ 3 კვირა გაუცდება. ეს კი ნიშნავს, რომ ოლმოს 2025 წელს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.
27 წლის ფეხბურთელი ბოლო დროს კარგ ფორმაში იყო შესული. უკანასკნელ ორ მატჩში მან 3 გოლის გატანა მოახერხა.
სათაური აქ ისეთი რომ არ ვიცოდე თვის ბოლოს ეს წელი იწურება ვიფიქრებდი რაღაც საშინელება მოუვიდა და მთელი წელი უნდა გამოტოვოს მარა თურმე მხოლოდ 20 დღეზეა ლაპარაკი.. ეგ სათაური რომ წავიკითხე ხასიათი წამიხდა მარა ნიუსიც რომ ბოლომდე ჩავიკითხე კი გამეცინა თურმე რას ვნერვიულობ…
არადა შევიდა ფორმაში, სამწუხაროა.
1 კვირაში ფერმინი დაბრუნდება და შეავსებს სიცარიელეს, მერე იქეთ წელს ისევ დაბი, მერე ფერმინი ტრავმას მიიღებს ერთ თვაინს და დანი ირბენს თვენახევარი, სანამ მისი ტრავმის დრო არ დადგება;
მაინც, ეს ორი ბიჭი ბოლომდე იხარჯება და გუნდი წარმატებისკენ მიჰყავს, მერე რა თუ ტრავმიანები არიან? ვის გინახიათ ჭრილობების გარეშე მოგებული ომი?
ერთგან წავიკითხე ამოვარდნილიო, სხვაგან ნაღრძობიო და განსხვავება არის რამე?
აინტრახტთან ფერმინი ასწრებს დაბრუნებას? ლიგაზე გვჭირდება მოგებები ულაპარაკოდ
Ეს რა კაცია, ახლა ამდენი ხომ გაუცდება,მერე სამი კვირა კიდევ ფორმაში ვერ შევა და ბოლოს ისევ დაიმტვრევა
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ოლმო
ესეიგი დროს მოუწევს თამაში. ჟილეც რა ხუდ დროს დაიმტვრა, ახლა ჰქონდა ძირითად გუნდში დამკვიდრების შანსი, უნიჭიერესი ბიჭია ეგეც
ოლმოს აღებული სამი ქულა თუ საბოლოო ჯამში ჩემპიონობის მიზეზი გახდება, არამგონია თვითონაც გული დასწყდეს მაგ 3 კვირაზე. თუმცა საწყენია , რადგან მართლა შედიოდა ფორმაში და ოლმო თუ ფორმაშია ძალიან დიდი ფუფუნებაა გუნდისათვის. ფაქტიურად შემტევი ნახევარმცველი არ გვყავს ამ წუთას ჯანმრთელი. იმედია პედრისაც რამე სერიოზული არ აქვს დაზიანებული.
რატო ძმა ცუდად დაეცა და მაგ რა შუაშია თუ ბოდიბილდერი უნდა იყოს ყველა დაკუმთული😃😃😃 გოლიც კი ვერ აღნიშნა წესიერად ისე ტკიოდა
ძლივს ფორმაში შევიდა და აჰა, როგორც ყოველთვის. არადა კატასტროფულად ცუდად არ დაცემულა, რომ მხარი ამოეგდო. სუსტი ძვლები აქვს. მეტი კალცი მიიღე დანი.
ხრუსტალზე მეტად ხრუსტალია ტიპი