დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 1
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
აბდელკარიმი 30'sports_soccer რაფინია 45'sports_soccer გორდონი 90+1'close
ზიზო 51'sports_soccer
ბარსელონა-ატლეტიკო – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-ატლეტიკო – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის გადმოტანილ მატჩში “ატლეტიკოსთან” დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

ვიცით, რომ ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებით, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს. რთული მატჩი იქნება. პირველ ადგილზე ვართ და სწორედ ეს გვინდა, მაგრამ სეზონი ჯერ არ სრულდება.

ბედნიერი ვარ. ტრავმების შემდეგ დაბრუნებულ ფეხბურთელებთან ერთად კიდევ უფრო მომატება შეგვიძლია და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

რა აკლია ჩემს გუნდს? ბევრ შეცდომას ვუშვებთ. თამაშის უკეთ კონტროლის უნარი გვაქვს და ბოლო მატჩებში სწორედ ეს მაკლდა. ამ ასპექტში უნდა გავუმჯობესდეთ, რადგან ამის გაკეთება შეგვიძლია.

მომენტი რაფინიასთან? ეს სასაცილო იყო. არ ვიცი, პირველად ვინ თქვა, რომ იმ კადრში მოწყენილი ვარ, მაგრამ გაბრაზებული ვიყავი – ბურთი ბევჯერ დავკარგეთ. ასევე იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ სამწვრთნელო შტაბის ორი წევრი გაგვიძევეს. ყოველ ჯერზე მიწევდა, ჩემი გუნდისთვის დამშვიდება მეთხოვა. როდესაც მესამე გოლი გავიატნეთ, მარკუს სორგი გააძევეს. მარკუსი ჩემი მეგობარია. ჩემთვის ის შტაბში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და ჩემი ოჯახის წევრია.

პედრი სასტარტო შემადგენლობაში სათამაშოდ მზადაა.

არაუხოს არანაირი ვირუსი არ აქვს. ის პირადი მიზეზების გამო ვერ თამაშობს. გთხოვთ, მის სიტუაციას პიტივისცემით მოეკიდოთ.

რაფინიამ დღეს მონაწილეობა მხოლოდ რონდოში მიიღო, მაგრამ ის ახლა 90 წუთი სათამაშოდ მზადაა.

ტერ შტეგენის მომავალი? ახლა ამაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არაა. ის უმჯობესდება. მარკმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ სათამაშოდ მზად არაა. უნდა მოვიცადოთ. ის კარგ ფორმაშია და ეს გვაბედნიერებს.

ზეწოლა ისეთივეა, როგორიც გასულ სეზონში იყო. მიმდინარე გათამაშების დასაწყისი, ალბათ, ურთულესია. ჩვენი დამარცხება და ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველას სურს.

ვფიქრობ, კლუბმა ჟოან გარსიას შეძენით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის მომავლის გარანტიაა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • პენდრაგონი
    schedule 03 დეკ 2025, 02:11

    იმედია არაუხოს არც აღარასოდეს ვნახავ ბარსელონას მაისურით

  • me da barca
    schedule 02 დეკ 2025, 21:57

    ხომ ვთქვი არაუხოს ვირუსი კი არა ფსიქოლოგთან ექნება ვიზიტითქო.

  • Rick Sanchez
    schedule 02 დეკ 2025, 20:49

    ერთი ის მამშვჯდებს, რომ იანვარში პსჟ ისე გადასხვაფერდა, რომ ლიგა მოიგეს. მაგათი წყალი გადმოგვსხმოდეს.

  • Moriarti
    schedule 02 დეკ 2025, 11:24

    Giorgi99,
    მასეც ნუ იტყვი, წინა წელს პსჟ ძლივს გავიდა პლეიოფში მერე კი ვნახეთ რაც ქნეს.
    თუ ტრავმებმა არ შეგვიშალა ხელი ყველაფერი შესაძლებელია, თან იქნება ზამთარში ვინმე წესიერი დაიმატონ

  • Giorgi99
    schedule 02 დეკ 2025, 09:17

    წელს მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატზე უნდა ვფოკუსირდეთ, სხვა ტიტულები დაივიწყონ მეტი რესურსი არ გვაქვს.

  • Barca
    schedule 02 დეკ 2025, 00:59

    ლა ლიგაში რა დაძაბულობაა

  • Frenkie de Jong_
    schedule 01 დეკ 2025, 23:27

    ციტატა: Visca-barca
    არაუხომ მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლუბთან ერთად არ ვარჯიშობს ❌

    ურუგვაელმა კლუბს სთხოვა, რომ დროებით გაენთავისუფლებინათ 🙌


    იმედია ფეხბურთს შეეშვება და ემემეიში გადავა

  • nika 54
    schedule 01 დეკ 2025, 21:45

    ციტატა: Visca-barca
    არაუხომ მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლუბთან ერთად არ ვარჯიშობს ❌

    ურუგვაელმა კლუბს სთხოვა, რომ დროებით გაენთავისუფლებინათ 🙌


    ამ პერიოდში კი, სანამ დროებით შვებულებაშია, გუნდი ეძებოს ერთ თვეში სატრანსფერო ფანჯარა იღება.

  • C.PC5
    schedule 01 დეკ 2025, 21:20

    ციტატა: Visca-barca
    არაუხომ მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლუბთან ერთად არ ვარჯიშობს ❌

    ურუგვაელმა კლუბს სთხოვა, რომ დროებით გაენთავისუფლებინათ 🙌


    სულ რომ გააჟმეინებენ ერთი აღნიშვნა უნდა მოეწყოს კატალოლნიაში

  • Visca-barca
    schedule 01 დეკ 2025, 21:06

    არაუხომ მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლუბთან ერთად არ ვარჯიშობს ❌

    ურუგვაელმა კლუბს სთხოვა, რომ დროებით გაენთავისუფლებინათ 🙌

  • La Pulga10
    schedule 01 დეკ 2025, 20:47

    მიდი ძია ჰანსი გვჯერა შენი