ბარსელონას ალეხანდრო გრიმალდოს დაბრუნება სურს

ბარსელონას ალეხანდრო გრიმალდოს დაბრუნება სურს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონა” მარცხენა მცველის პოზიციაზე ალეხანდრო ბალდესთვის კონკურენტის მოყვანის იდეას განიხილავს და კანდიდატად მისი სეხნია, ალეხანდრო გრიმალდოა შერჩეული.

გრიმალდო “ბარსას” სკოლის აღზრდილია. მან “ბლაუგრანა” 2015 წელს 20 წლის ასაკში დატოვა და “ბენფიკას” მიაშურა, 2023 წლიდან კი გერმანულ “ლევერკუზენში” თამაშობს.

გრიმალდოს “ლევერკუზენთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის ზაფხულში მისი ფასი დაეცემა.

მატეო მორეტოს ცნობით 30 წლის ესპანელის დამატების სურვილს მიუნხენის “ბაიერნიც” გამოთქვამს, მაგრამ როგორც “ლევერკუზენს”, ასევე თავად ფეხბურთელს “ბარსელონაში” ტრანსფერი ურჩევნია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 22 ნოე 2025, 06:29

    ბალდე მარტინი და ჟოფრე გვყვავს მანდ, ასაკიან სკამის ფეხბურთელში ფულის გადახდა არ ღირს

  • Rick Sanchez
    schedule 21 ნოე 2025, 23:04

    ორი წლის წინ ლევერკუზენში რო წავიდა მაშინ გეყიდათ.

  • rivaldo80
    schedule 20 ნოე 2025, 17:50

    ცუდი იყო ბარსაში ალბათ არ გახსოვთ ბალდეს დონეც კი არ იყო.

  • nika 54
    schedule 20 ნოე 2025, 16:30

    მარტო ეგ? კუკურელია, მინგესა მშვენიერ დონეს დებენ. რო უშვებდნენ ვერ მოიფიქრეს დაბრუნების გზები? თამაში არ ტარდება ლა ლიგაში მინიმუმ 1-2 ბარსელონელი არ შეგვხვდეს. სანდრო, ეზ აბდე, და რავიცი ქვეყანა. ესე რო გვიჭირს და 2-5 მილიონებად რო ვუშვებთ მომავალზე არ გვინდა ფიქრი.

  • Don_Andresito
    schedule 20 ნოე 2025, 15:08

    იდეაში გუნდს ჯარიმისტა ეყოლება ძლივს, მარა აქ რო გადმოვიდეს მაშინ დაავიწყდება დარტყმა. ისე არაა ცუდი ბიჭი, კარგი შემტევი მცველია. პროსტა ბებერია. 2016-17 ში როგორ მიქარეს ეს რო გაუშვეს და დინი იყიდეს. არადა ლუის ენრიკემ პრესეზონზე წაიყვანა და კარგი იყო იქ. ეს უფასოდ გაუშვეს, კუკურელია 6 მილიონად. ზატო დინში ფირპოში და სიკოებში იხადეს ფულები. არადა ეს დარჩენილიყო ალბას მალე ამოაგდებდა და დღემდე ძირითადის კაცი იქნებოდა

  • PUIOL5
    schedule 20 ნოე 2025, 14:31

    ერთი ხუთი წელი მოიცადეთ, რა გეეჩქარებათ ჯერ😃

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 20 ნოე 2025, 14:31

    გრიმალდო თუ დაბრუნდა ბარსაში გამოდის ხერარდ მარტინი წავა

  • Barca
    schedule 20 ნოე 2025, 10:56

    ეს ზამთარში ხო?