ცოტა ხნის წინ პოლონეთში რობერტ ლევანდოვსკის ბიოგრაფიული წიგნი გამოქვეყნდა, რომელშიც ერთმა ეპიზოდმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. საუბარია პოლონელი თავდამსხმელის მიმართ “ბარსელონას” თხოვნაზე, გოლების გატანისგან თავი შეეკავებინა.
2022/23 წლების სეზონში “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკის კლუბის ოფისში დირექტორებთან შეხვედრა ჰქონდა. მათ შორის იყო პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც. ერთ-ერთმა დირექტორმა რობერტს სთხოვა, ლა ლიგის დარჩენილ მატჩებში გოლების გატანისგან თავი შეეკავებინა.
ამ დროისთვის პოლონელს უკვე 23 გოლი ჰქონდა გატანილი, კიდევ ორის გატანის შემთხვევაში კი მისი ყოფილი გუნდისთვის, “ბაიერნისთვის” “ბარსას” 2.5 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსის გადახდა მოუწევდა. ვინაიდან “ბლაუგრანას” ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდა, ხოლო ლევანდოვსკის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული, ფეხბურთელი თხოვნას დასთანხმდა და ბოლო ორ ტურში, მიუხედავად სრულად თამაშისა, მას გოლი აღარ გაუტანია.
ყველაფერი ხომ ჩვენ უნდა დაგვემართოს
სკამზე დაესვათ მაშინ.
თავიდან გავბრაზდი, მაგრამ რომ წავიკითხე მისაღებია ვალებში ჩაძირული გუნდისთვის. ნემცებმა კიდევ მუქთა ფული ვერ მიიღეს.
ამაზე უარესებიც ხდება ეს ისეთი არაფერია, შოუ ბიზნესია ერთერთი
ამაზე უარესი აქვს მოფიქრებული ატლეტიკოს პრეზიდენტს სერესოს, გრიზმანი რო დაიბრუნა კონტრაქტში ჩაწერეს, რომ თუ ჩემპიონატში სათამაშო დრო რაღაც პროცენტებს გადააჭარბებდა, მაშინ მისი ფასი იზრდებოდა და ამის გამო საცოდავ ანტუანეტას სიმეონე ძალიან კრიტიკულ მომენტებში უშვებდა მოედანზე, რო არ გადაეჭარბებინათ დათქმულ რაოდენობაზე, საბოლოოდ კი 120 მილიონად ნაყიდი გრიზმანი უკან რაღაც 20 მილიონად დაიბრუნეს.
რას არ მოიფიქრებენ ეს ჩათლახი ლაპორტა და მისი ლაქიები მსგავსი რამ თუ შეიძლებოდა ვინმეს მოიფიქრებინა ეს ლაპორტა უნდა ყოფილიყო… ახლა მბაპეს ან ჰოლაანდს რომ სთხოვო იგივე მათთვის ხო გატანა უფრო ადვიკია ვიდრე არგატანა და უკვე წარმომიდგენია რა სიფათები ექნებათ და შეილება არც დასთანხმდნენ..