რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” მიმდინარე სეზონის მე-4 ფორმა წარადგინა და სიმბოლურია, რომ ეს დღეს, 19 ნოემბერს მოხდა.
ზუსტად 20 წლის წინ, 2005 წლის 19 ნოემბერს “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” მადრიდში 3-0 გაანადგურა. ერთი გოლი სამუელ ეტო’ომ გაიტანა, ხოლო ორი – რონალდინიომ. სწორედ ამ ლეგენდარულ თამაშსა და გოლებს ეძღვნება “ბლაუგრანას” ახალი ფორმა.
მაისურის ზოლები ტრადიციულად ვერტიკალურია, თუმცა არაა სტრუქტურირებული. ზოლები სიმბოლურად განასახიერებს იმ მატჩში გატანილი გოლების დროს ბურთის ტრაექტორიას. გარდა ამისა, მაისურის შიდა მხარეს დატანილია რიცხვები “14”, “58” და “77”. სწორედ ამ წუთებზე გაიტანეს ეტო’ომ და რონალდინიომ გოლები.
ახალი ფორმის სახელწოდებაა “ფეხბურთი ხელოვნებაა”.
უნდა დავზუმოთ, რომ ვნახოთ როგორია ფორმა?
მეგონა იმ ერთი კინკილა სურათის გარდა კიდევ ვნახავდი
მშვენიერია
მშვენიერი ფორმაა, მითუმეტეს რო გახსენებს რას ეძღვნება.