ერიკ გარსიამ ცხვირი გაიტეხა

ერიკ გარსიამ ცხვირი გაიტეხა

“ბარსელონას” ლაზარეთში მატებაა. ტრავმირებულთა სიას გუნდის ცენტრალური მცველი ერიკ გარსია შეუერთდა.

“ბლაუგრანას” მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ 24 წლის ესპანელმა ცხვირი გაიტეხა. ამის გამო მას უახლოეს მომავალში ნიღბის ტარება მოუწევს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა გარსია “სელტასთან” მოახლოებულ მატჩში მოედანზე გასვლას.

ერიკ გარსიამ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა თხუთმეტივე თამაშში მიიღო და თავი 1 გოლით გამოიჩინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (28)

  • Damien12
    schedule 09 ნოე 2025, 09:02
    #28

    ეს საიტი ან გააუქმეთ, ან ისეთი ხალხი აიყვანეთ მწერლებად, რომლებიც დროს გამონახავენ სიახლეები რომ დადონ.

    როგორც იქნა გვეღირსა სტადიონი და ერთი სიტყვაც არ წერია, ასევე უამრავი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ბარსასთან დაკავშირებით და საიტი ისევ დუმს და მხოლოდ ის წერია გარსიამ ცხვირი გაიტეხაო smile

  • Barca
    schedule 08 ნოე 2025, 17:42
    #27

    კამპ ნოუზე დავბრუნდით ესეიგი ვარჯიში რო ჩატარდა? ვსო აწი იქ ვივარჯიშებთ და იქ ითამაშებენ?

  • Catalonia1
    schedule 08 ნოე 2025, 17:36
    #26

    🚨🎙️ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია

    🎙️“იამალზე ვზრუნავთ, მან თავისი რუტინა შეცვალა, ახლა ბევრად უკეთაა. კარგად ვარჯიშობს, მათ შორის დარბაზშიც, ეს მნიშვნელოვანია მისი ტრამვისთვის”

    🎙️”ყველამ იცის რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა გავი… მისი ხასიათი და მენტალიტეტი გამორჩეულია, ძალიან ბედნიერი ვიქნები როცა დაბრუნდება”

    🎙️”ჩემი პირველი შთაბეჭდილენა კამპ ნოუზე იყო ფანტასტიკური. ამ სტადიონზე ისტორია იგრძნობა. როდესაც აქ თამაშს შევძლებთ, ეს ძალიან დაგვეხმარება”

    🎙️”მეტოქეებს ძალიან ბევრ სივრცეს ვუტოვებთ. თავდამსხმელები შორს არიან იმ ფორმისგან, რაც მათთვის ჩვეულია. ყველაფერი სტრუქტურაზეა დამოკიდებული, ბურთის გარეშე თამაშში რაღაც გვაკლია”

    🎙️”ამჟამად სელტა შესანიშნავ ფორმაშია, შეიძლება ჩვენზე უკეთესს ფორმაშიც კი, მაგრამ ჩვენ იქ გამარჯვება გვინდა”

    🎙️”ჟოან გარსიას პროგრესით კმაყოფილები ვართ, თუმცა ის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება”

    🎙️”ერიკ გარსია თამაშისთვის მზად იქნება, კუნდე სრულად არ გამოჯანმრთელებულა და მისი თამაში ხვალინდელ შეხვედრაში საეჭვოა”

    🎙️ “ვცდილობთ, ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთოთ. ბრიუგესთან თამაშიდან ორი ქულა გვინდოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მივიღეთ. ლიგაში რეალ მადრიდს ხუთი ქულით ჩამოვრჩებით, თუმცა კვლავ მეორეზე ვართ, მაისამდე კი საკმაოდ დიდი გზაა”

  • ირაკლი
    schedule 08 ნოე 2025, 17:10
    #25

    🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Jules Koundé has just left training today due to 𝐥𝐢𝐧𝐠𝐞𝐫𝐢𝐧𝐠 𝐝𝐢𝐬𝐜𝐨𝐦𝐟𝐨𝐫𝐭 🤕❌
    ესღა გვაკლდა …

  • C.PC5
    schedule 08 ნოე 2025, 17:03
    #24

    გარსიას ცხვირი რამდენხანს ვიგლოვოთ ძვირფასო მწერლებო? ნოუკამპზე პირველი ვარჯიშის ვიდეო მაინც დადეთ ან რამე დაწერეთ მაგაზე საერთოდ

  • BaKuRa
    schedule 08 ნოე 2025, 16:10
    #23

    კამპნოუზე დაბრუნებასა და პირველ ვარჯიშზე არაფერი არ დაიწერა, აქ სხვას რას უნდა ველოდეთ? ჯობია კომენტარებიც აღარ დავწეროთ, ტყუილად გვეთვლება აქტიურობაში.

  • La Pulga10
    schedule 08 ნოე 2025, 15:58
    #22

    ფუ რა *ლე საიტი გახდა

  • Rivaldo
    schedule 08 ნოე 2025, 13:52
    #21

    ციტატა: Albicelecte

    ციტატა: rivaldo80
    არაუხოს სანამ ფასი აქვს გაყიდონ და მოიყვანონ მცველი და საყრდენი.


    არაუხო + 30 ლიმონი რომ შესთავაზო ტოტეს, ვან დერ ვენს არ გამოგატანს?!


    ოც მილიონზეც შრიძლება დალაპარაკება თუ იცის კაცმა