“ბარსელონას” 18 წლის ლიდერის ლამინ იამალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება.
AS-ის ინფორმაციით, იამალის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ივარაუდება, რომ ის ოთხშაბათს ვარჯიშს განაახლებს და “ჟირონასთან” მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ლამინი, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთი ითამაშებს. “ბარსას” გეგმა ისაა, რომ ესპანელი ვარსკვლავი “ელ კლასიკოსთვის” 100%-ით მზად იყოს, მოსამზადებლად კი “ჟირონასთან” და “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრები გამოიყენოს.
იამალის დაბრუნება “პარი სენ-ჟერმენთან” და “სევილიასთან” მარცხის შემდეგ “ბლაუგრანასთვის” დიდი სტიმული იქნება.
უფასოდ თუ იქნება ალბათ დეკუ დაეჩალიჩება, ოღონდ ჯერ რეგისტრაციისთვის ფული უნდა მოაგროვოს.
ძალიან კაი რაფინია ფერმინი და გარსიაც მალე დაბრუნდნენ რა რეალთან სრული შემადგენლობით უნდა ვიყოთ
ᲗემასᲗან რა ᲨუაᲨია მაგრამ მარკინიოსი აპირებს წასვლას პარიზიდან და არ გვაწყენდა გამოცდილი Ძლიერი ხასიაᲗიᲗ მცველი.. Თან 31 წლისაა 3-4 წელს გაქაᲩავს
იამალი ამ გუნდის ნახევარი ძალაა და სწორედ ამიტომაა ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი
პსჟსთან ძალით ათამაშეს, რადგან ბარჯის ვერ ენდობოიდნენ თორე არ იყო გამოჯანმრთელებული და ფაქტია მარტო 30 წუთი ირბინა, იმ 30 წუთში კი საუკეთესოები ვიყავით და ბურთი არ დავანახეთ, მომენტებიც ბევრი გვქონდა და თავისუფლად შეიძლებოდა მაგ ტაიმის 2-0 წამოღებაც რეალიზაციის პრობლემები რომ არ გვქონდეს, აი როგორც კი იამალი დავკარგეთ, ბარსამაც ჩაიჯვა.
წინა სეზონშიც ასე არ იყო?!
2 თვე არ გვყავდა იამალი და 1 თამაში ვერ მოვიგეთ წესიერად, ლალიგაში პირველიდან მესამეზე ჩამოვვარდით და მერე ატლეტიკოსთანაც ის წაგება ჭრილობაზე მარილივით მოგვეყარა. იანვარში კი იამალის დაბრუნებასთან ერთად გუნდმაც ფრენა დაიწყო და ყველა ვათრიეთ, მაგრამ სკამის არარსებობის გამო, როცა ლევანა, ბალდე და კუნდე დავკარგეთ, ზუსტად ფლანგების გამო ამოვიტენეთ ინტერთან და უფორვარდობის გამო შეტევაში ის ვერ ვაჩვნეთ რისი პოტენციალიც გვქონდა.
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამ გუნდში გავლენის მხრივ იერარქიულად რომ დავყოთ სიტუაცია ასეთია:
პირველი ადგილი: იამალი და პედრი
მეორე ადგილი: რაფინია
მესამე ადგილი: დეიონგი
მეოთხე ადგილი: ბალდე
მეხუთე ადგილი: ფერმინი
მეექვსე ადგილი: ჯოან გარსია
მეშვიდე ადგილი: კუბარსი
მერვე ადგილი: კუნდე
მეცხრე ადგილი: ლევანა (ფორმაში მყოფი)
მეათე ადგილი: ოლმო (ფორმაში მყოფი)
მეთერთმეტე ადგილი: რაშფორდი, გარსია, ტორესი და კასადო (სათადარიგოდან)
აი ამ ხალხიდან როგორც კი რომელიმე იმტვრევა, აშკარად ეტყობა გუნდს, მაგრამ როგორც კი იამალი ან პედრი არ არიან, იქვე ვნახევრდებით და ბარსა კი არა მაქსიმუმ ტორპედო ვართ.
ხოდა მარტო პსჟს დანაკლისებზე რომ საუბრობდნენ, იმათ ბიძია მარტო სკამის ფეხბურთელებში აქვთ ჩვენზე 2ჯერ მეტი დახარჯული მაშინ როცა ჩვენ სკამიც არ გვყავს, აგერ დაგვემტვრა რაფინია, ფერმინი, გარსია, გავი, იამალი ტრავმიანი გამოაგდეს, ბალდე მარტო 10 წუთით იყო და უცებ ისე შეიფუთა საქმე რო თურმე იმათმა გვათრიეს ბ გუნდით..
ხოდა ტრავმებზეა ბევრი რამ დამოკიდებული რა, ფლიკმა პირველ რიგში მაგას უნდა მიხედოს და მერე უკვე ფიზმომზადებას. აშკარად სერიოზული მუშაობაა საჭირო ინტენსივობის გაზრდაზე თორე თუკი ფიზიკურად ყველაზე ძლიერი გუნდი არ ვიქნებით მაშინ მის ტაქტიკასაც აზრი არ ექნება.
მოკლედ ვილოცოთ რომ ეს მნიშვნელოვანი ხალხი მთელი სეზონი უტრავმოდ ვათამაშოთ და აი მერე მართლა რამე გამოვა.
რაფინიას არ ყიფნაც დაგვეტყო.
რეალთან მხოლოდ ამის დაბრუნება არ გვიშველის, სხვებსაც უნდა დაადგეთ მალე საშველი
უნდა ითამაშოს, ფორმის აკრეფა სჭირდება.