“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “სევილიასთან” სტუმრად წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
დღევანდელმა განწყობამ სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის ძალა უნდა მოგვცეს. გუნდმა იბრძოლა. კარგი ფეხბურთელები გვყავს და ისინი ამას დაამტკიცებენ.
ეს გაკვეთილი უნდა იყოს. ამ მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანია, ისევ თავიდან დავიწყოთ. როდესაც სანაკრებო შესვენება დასრულდება, ყველა ტიტულისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.
შედეგი კარგი არაა, მაგრამ მეორე ტაიმში გუნდს კარგი რეაქცია ჰქონდა. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.
არ ვფიქრობ, რომ პრობლემა სისტემაში ან სტრატეგიაშია. სერიოზული შეცდომები დავუშვით. ყოველთვის ერთი და იმავე სტილით ვთამაშობთ. დღეს ბევრ რამეზე შეგვიძლია საუბარი. პირველ ტაიმში კარგად არ გვითამაშია, მატჩის მეორე ნახევარში კი კარგი რეაგირება გვქონდა. ეს პსჟ-თან თამაშის შემდეგაც ვთქვი.
ეს ჩემი ყველაზე მძიმე მარცხია? ჩემთვის ყველაზე მტკივნეული მარცხი მილანში ნახევარფინალში იყო. ახლა ამ წაგებას უნდა შევეგუო და პოზიტიურად შევხედო. შეგვიძლია, უარყოფითი მხარეები გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ. განსაკუთრებით საყურადღებო პირველი ტაიმია, რომელშიც ბევრ შეცდომას ვუშვებდით, ვერ ვაკონტროლებდით ბურთს და ვერ ვითვისებდით გარკვეულ სივრცეებს, რაც ამ დონეზე კონკურენციისთვის აუცილებელია.
ბურთს უნდა ვფლობდეთ და ვაკონტროლებდეთ, რაც პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, რომლებსაც განვიხილავთ, მაგრამ არ მინდა, მხოლოდ პედრისა და დე იონგის მოქმედებები ვნახო. მინდა, ბურთის ფლობასა და პრესინგში ყველა ჩართული იყოს. მეორე ტაიმი უკეთესი სწორედ ამიტომ იყო.
ან ინდიგოს გარეშე ან არაუხოს ძირითადში ყოფნის გამო.
ფაქტია ინიგოს გარეშე ამოწეული დაცვის ხაზი არ ამართლებს ჰანსი.
ოცნებას კაიც არ მოუკლავს. ეგ მხოლოდ ოცნებაა
იმედია მართლა 1 სეზონის კაცი არააა 😐😐
სანამ დეიონგი გეყოლებათ ჩამშლელად სულ ასე მოგიწევთ თავის მართლების რეჟიმში ყოფნა. რა გახდა ერთი ჩამშლელისმოყვანა, თუ ამ ღლეიონგს ვერ ელევით მაშინ კასადო გაყიდეთ და ვინმე მოიყვანეთ ტოპ ფეხბურთელი, გარსია დაიმტვრა და დაცვასაც დედამოეხნა. არაუხის გადაყვა გუნდი და შედეგად რას იღებენ?
ალვარესს არც ზამთარში მოგცემს ვინმე და არც ზაფხულში, დაივიწყე ეგ ტრანსფერი, ბართომეუ რომ იყოს კიდევ რაღაცის იმედი იქნებოდა, შეეძლო იმ კაცს ვარსკვლავების მოყვანა, ლაპორტას ხელში ოცნებაც არ ღირს მსგავს ტრანსფერებეზე.
Nikolay, სწორედ მაგიტომაც უნდა შეიმუშაოს გეგმა ბე, ხო ხედავს, რომ ყოველთვის არ და ვერ ეყოლება საჭირო ხალხი ხან ტრავმა ექნებათ ხან გადაღლილები იქნებიან და ხანაც ფორმაში არ იქნებიან, ხოდა ამიტომაც ადგეს ეს კაცი და შექმნას ახალი ტაკტიკა სპეციალურად ისეთი რომელიც ამჟამინდელ შემადგენლობას და სიტუაციას მოერგება, დავიჯერო ამ კაცს არ შეუძლია, რომ კიდევ ერთი ტაკტიკა შექმნას რომელიც ვარსკვლავებს თუ არ მოწყვეტს ისეთი მაინც იყოს რო გუნდმა ასე სამარცხვინოდ არ წააგოს. წინა სეზონიდანვე ნათელი იყო, რომ გუნდს სჭირდება რამოდენიმე ტაკტიკა თუ რამეზე გაქვს პრეტენზია, გასაგებია ბატონო, რომ ამჟამინდელი ტაკტიკა ამართლებს და კარგი ტაკტიკაა მაგრამ ყველა გუნდთან ხომ ვერ გაამართლებს? ან ხო შეიძლება შესაბამისი ფეხბურთელები არ გყავდეს სხვადასხვა მიზეზების გამო ამ მომენტში რომელიც ამ კონკრეტული ტაკტიკისთვის არის საჭირო, სწორედ ამიტომ სჭირდება გუნდს რამოდენიმე ტაკტიკა, რომ მთლად ასე არ ჩაისვარის გუნდმა. ძალიან ჯიუტობს ფლიკი და იმედია იქამდე გამოსწორდება სიტუაცია ვიდრე ფსკერამდე ჩავალთ.
ისე დაიწყო, მეგონა ხაზარაძე ლაპარაკობდა

ეგ არაფერი, გავარდნა თამაში იყო
Ფლიკის პრესინგი რაც არის, სეტიენს კითხეთ, ამოწეული დაცვის ხაზიც მაგ დროს ყველაზე მუშაა, როცა შემტევები არ ასვენებენ მცველებს, რაშფორდის და ფერანას პრესინგი კიდე არ გაიშვა, რაფო სუფთა ფლიკის კაცია(გნაბრი ყავდა ეგეთი ფლიკს ბაიერნში, რაც წავიდა, მაგის მერე მაგას ფეხბურთი არ უთამაშია) ტაქტიკასთან პრობლემა არ მაქვს, შესრულება იყო კატასტროფა.
მენდეშის გოლი ნახეთ?😀ვახ ეგეთი ფლანგის მცველი რა ფუფუნებაა
საუკეთესოა ახლა თავის პოზიციაზე
რეალობაა ისაა რომ შეტევა არ გვყავს .არც რაფინია არც ლამინი არანაირი კრეატივი მარტი გასაშიფრი და გასანეიტრალებელია ისინი ვინც ამ წუტას გვყავს. როდეს სათანადოთ ვერ უტევე ესე გუნდს ყველანაირად ანგრევს განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად. რა ქნას პედრიმ ან დეიონნგმა? ვინც რამეს აკეთებდა ყველას ტრამვა აქვს .მარცნივ მარტინი სრული კრახია ვერ არის დაცვაში რა . ამ ლევანდოვსკის კიდე ახლა მოუნდა გამოვინისიუსება მაგას რო გაეტანა მინიმუ არ წავაგებდით. ალვარესი ან მისი მსგავსი წამალივით გვჭირდება. ამ ზამთარს ვინმეს დაიმატებდნენ კარგია თორემ კიდე ვინმე რო დაიმტვრეს წამვანი ფეხბურთელი გუნდს დედა არ ეყოლება ისევ
მენდეშის გოლი ნახეთ?😀ვახ ეგეთი ფლანგის მცველი რა ფუფუნებაა
araujo4, ზამთარში ალვარეზია მოსაყვანი და მცველი
კუბარსის ინტერვიუ ვნახე და შემტევებს დააჯვა. როცა ესეთი ტაქტიკა გვაქ არჩეული, მოწინააღმდეგეების შანსი იწყება ჩვენი შემტევების ხარჯზეო და მართალიცაა. ესეთ ტაქტიკაში თუ არ აპრესინგეს შემტევებმა დამღუპველია. მაგრამ ფლიკმა ხო იცის რო ლევანდოვსკი ფიზიკურად ვერ შეძლებს პრესინგს, და აშკარად რაშფორდიც არაა რაფინია… ეგ ცოტა მეუცნაურება რო არ ცვლის ტაქტიკას როცა ესეთი შეტევა შერჩა ხელში თორე რაფინია და იამალი რო გვყავდეს ფლანგებზე და ცენტრში ან რაშფორდი ან ფერანი კი ბატონო, დააპრესინგებენ და შარშანდელივით სულს ამოხდიდნენ. იმედია აწი აღარ მოგ იწევს ესეთი შემტევი ხაზის ნახვა და იამალი რაფინია ჯანრთელები გვეყოლებიან
სულ სანაკრებო ოაუზა არ მოგვისწრებს ესაა ბოლო შანსი რომ გუნდი დალაგდეს იანვრამდე და მერ ეუჯვე ტრანსფერები გაკეთდეს ტრინკაოს უფლებები რომ არ გაეყიდათ ამ სირებს ზამთარში გამოგვადგებოდა
კიდევ თქვა არ ვაპირებ შევცვალო ამოწეული დაცვის ხაზი, უბრალოდ შეცდომები არ უნდა დაუშვანო