მარკუს რაშფორდი “ბარსელონაში” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა, რაზეც სტატსიტიკაც მოწმობს.
რაშფორდი ბოლო მატჩებში ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდებოდა. ინგლისელმა თავდამსხმელმა ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენა, 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
გუშინ “პარი სენ-ჟერმენთან” გამართულ მატჩში (1-2) მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ფერან ტორესს სწორედ რაშფორდმა გაატანინა. ეს მარკუსისთვის მიმდინარე სეზონში მე-5 საგოლე პასია, რაც მას “ბარსას” საუკეთესო ასისტენტად აქცევს. 27 წლის შემტევის შემდეგ ლამინ იამალი (4), რაფინია (2) და დანი ოლმო (2) მოდიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ რაშფორდი “ნიუკასლთან” დუბლით გამოირჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობა ყველა გოლში მიიღო, რაც შესანიშნავი შედეგია.
მარკუს რაშფორდი საგოლე მოქმედებას საშუალოდ ყოველ 76 წუთში აკეთებს. რაშფორდს ასევე “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს შორის მეტოქის საჯარიმოში ყველაზე მეტი შეხება აქვს – 62.
ალბათ, ყველა თანხმდება, რომ მარკუსს ახალწვეულის კვალობაზე არც ისე ცუდი სტატისტიკა აქვს.
კაცს ვერ ატყუებს ნორმალურად, სისწრაფეზე აკეთებს აქცენტს და ბურთი ებლანდება ხოლმე. ასისტები კარგია, მაგრამ გოლები და დრიბლინგებიც გვჭირდება.
JustBarcaLover, ნაცისტები არიან და როგორც ვიცი ვიღაც შემოაკვდათ. მაგიტომ აქვთ დისკვალიფიკაცია. თორე ესენი რომ დაუშვან სტადიონზე სულ სხვა ატმოსფერო იქნება.
Visca-barca, ყველა გუნდს სჭირდება ულტრასები სტადიონზე, მართლა სირცხვილია პსჟს ფანების ხმა რო ისმოდა მთელ სტადიონზე აი ბოიხოს ნოისი რო დაუშვან ყველას დედას უტირებენ თავზე დაამხობენ მთელ სტადიონს
გოლების გატანა უჭირს
ესე თუ გააგრძელა უნდა გაუფორმონ კონტრაქტი
🗣️ “ბატონო, ლაპორტა. სრულიად მიუღებელია, რომ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების ხმა უფრო ისმის საშინაო მატჩებზე, ვიდრე 40 000 ბარსელონას გულშემატკივრის ხმა.
გვჭირდება ფანების ჯგუფები, რომლებიც სტადიონზე ენერგიას შემოიტანენ. რაც ხდება, სრულიად მიუღებელია. ეს სირცხვილია, სხვანაირად ვერ აღვწერ.”
ბოიხოსები დასაბრუნებელია მილიონი პროცენტით! რაც შეხება რეშფორდს, ასისტებში ძაან მაგარია,რეალიზაციაში ცოტას მოიკოჭლებს მარა ნიჩეო, კიდე ბურთის ტარება არ მომწონს. ასისტზე კაია მარა ბურთის დაჭერა არ უვარგა,კომბინაციურ ფეხბურთში. იმედია დაიხვეწება…
კარში დარტყმაც რო იწავლოს ვაბშე დაგლიჯავს.
მაგიტომაა საქმე კარგად
❗️ ბარსას ფანის მიმართვა ლაპორტას:
🗣️ “ბატონო, ლაპორტა. სრულიად მიუღებელია, რომ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების ხმა უფრო ისმის საშინაო მატჩებზე, ვიდრე 40 000 ბარსელონას გულშემატკივრის ხმა.
გვჭირდება ფანების ჯგუფები, რომლებიც სტადიონზე ენერგიას შემოიტანენ. რაც ხდება, სრულიად მიუღებელია. ეს სირცხვილია, სხვანაირად ვერ აღვწერ.”