“ბარსელონას” 18 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მარკ ბერნალმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა. ეს რომ 2 წლის წინ გეთქვათ, ვერ დავიჯერებდი. ამაზე აქ აღზრდილი ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ოცნება ავისრულე.
ახლა დროა, ნელ-ნელა უნდა მოვუმატო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან სერიოზული ტრავმის შემდეგ ახლახან დავბრუნდი. ეს ყველაფერი პროცესის ნაწილია და აჩქარება საჭირო არაა. საუკეთესო მარკ ბერნალი ჯერ კიდევ წინაა.
ძალიან რთული წელი იყო, მაგრამ თავიდანვე გამაკვირვა მთელი კლუბის, თანაგუნდელების, მწვრთნელების დამოკიდებულებამ, როგორ მეხმარებოდა ყველა მათგანი. ამან ყველაფერი ბევრად უფრო გამიმარტივა. ძალიან მადლიერი ვიყავი და ვარ დღემდე.
სერჟიო ბუსკეტსი ჩემთვის მისაბაძი მაგალითი, ჩემი ერთ-ერთი კუმირია. როდესაც ტრავმა მივიღე, მან შეტყობინება გამომიგზავნა და ამან ძალიან გამახარა.
“ბარსაში” ყველასგან სწავლობ, მაგრამ ჩემთვის ამჟამად პედრი ის ფეხბურთელია, რომელსაც ხშირად ვაკვირდები.
“პარი სენ-ჟერმენთან” შესანიშნავი თამაში იქნება. ამას მოუთმენად ველით. დარწმუნებული ვარ, მათ დამარცხებას შევძლებთ.
– ციტირებს ბერნალის სიტყვებს “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდი.
ეს ძირითადში იქნება?
ეს თუ გაიბრწყინებს კასადოს ადგილი აღარ იქნება გუნდში. საყრდენი ზონა ისედაც პედრის და ფრენკის აქვთ ათვისებული. ისე კარგად გამოიყურება ეს ორი მე პირადად ვერ წარმომიდგენია უახლოეს მომავალში რომელიმეს ჩანაცვლება. ერთადერთი ვარიანტია თუ პედრი 10 იანზე აიწევს, როგორც ნაკრებშია, მაგრამ სიღრმიდან ისეთ დონეზე თამაშობს არამგონია ფლიკს ეს იდეა მოსწონდეს. ნახ. დაცვაში ერთადერთი ვაკანტური ადგილი ძირითადში 10 იანზეა, სადაც ფერმინი უგებს ძირითადს ოლმოს.
კარგია რომ დარჩა ბერნალი
მიდი მარკ მოიხოდე რა