“ბარსელონას” ნახევარმცველმა ფერმინ ლოპესმა RAC1-თან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
ჩემი ტრავმა ილიოპსიასის კუნთს ეხება, რომელიც ბარძაყის არეში მდებარეობს. ყველაფერი კარგადაა. ამ დაზიანების მკურნალობას 3 კვირა დასჭირდება.
“ბარსელონა” ჩემით 11 წლის ასაკში დაინტერესდა, მაგრამ მამაჩემმა უარი თქვა, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. კლუბი 2 წლის შემდეგ ისევ დამიკავშირდა და მითხრა, რომ ეს ბოლო შანსი იყო.
ოჯახი ყოველთვის მახსენებს, რომ ჩვეულებრივი ბიჭი ვარ. მამაჩემი ფოსტალიონია. დედაჩემი ხილის კომპანიაში მუშაობდა, მაგრამ სამსახურიდან წამოსვლაში დავარწმუნე.
ჩემთვის ბებია-ბაბუა ძალიან მნიშვნელოვანნი არიან. მათთან გავიზარდე. ყოველთვის, როდესაც მოედანზე გავდივარ, მათთვის ვლოცულობ.
2022 წელს, როდესაც “ლინარესში” გამანათხოვრეს, მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან “ბარსელონა” დავტოვე, სადაც ყველაფერი მქონდა. თუმცა, როგორც კი თამაში დავიწყე, ჩემი აზროვნება შეიცვალა.
გასული ზაფხულის ჭორები? სხვა კლუბებიდან შემოთავაზებები იყო, მაგრამ წასვლა არასდროს მიფიქრია. ვფიქრობ, ჩემი გაყიდვა კლუბსაც არ უნდოდა. მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობიდან, “ბარსაში” ვარ.
გავისთან ურთიერთობა? ჩვენ ჩვეულებრივად ვართ. ერთმანეთს 13 წლიდან ვიცნობთ. ჩვენ შორის პრობლემა არაა. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია პედრისთან, ბალდესთან, ერიკთან, ოლმოსთან ერთად…
ყველაზე შემტევი ნახევარმცველი.
დიდხანს უნდა იყო შენ ამ გუნდში