workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 14'sports_soccer ადეიემი 45+3'sports_soccer რაფინია 67'sports_soccer ფერმინი 71'sports_soccer ფერმინი 79'sports_soccer
ნიუკასლი-ბარსელონა – ანდრეას კრისტენსენის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ნიუკასლი-ბარსელონა – ანდრეას კრისტენსენის მატჩისწინა პრესკონფერენცია

“ბარსელონას” დანიელმა ცენტრალურმა მცველმა ანდრეას კრისტენსენმა ჩემპიონთა ლიგაზე “ნიუკასლთან” სტუმრად დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ჩემპიონთა ლიგაზე ვართ და ბევრი ინტენსიური მატჩი გვექნება. მზად უნდა ვიყოთ. ატმოსფერო გადამწყვეტ როლს ითამაშებს. “სენტ ჯეიმს პარკი” ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია, რომელიც ოდესმე მინახავს. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ.

ზაფხულში კლუბს შევატყობინე, რომ წასვლა არ მინდოდა. ჩემთვის გასული სეზონი რთული აღმოჩნდა, ამიტომ სრულ მზადყოფნაში რომ ვყოფილიყავი, წინასასეზონო სამზადისისთვის ცოტათი ადრე დავბრუნდი. იმედი მაქვს, დავრჩები, მაგრამ საბოლოოდ ეს ჩემს თამაშებზე იქნება დამოკიდებული.

წინ ბევრი შეხვედრაა, ასე რომ, შანსები მექნება. ამ ეტაპზე ყველა კარგად ვთამაშობთ. დაცვის ცენტრში ბევრი როტაციაა შესაძლებელი. რთული სიტუაციაა, მაგრამ მზად ვართ, ვითამაშოთ და ამით ვისიამოვნოთ.

არ ვიცი, ხვალ სასტარტოში ვითამაშებ თუ არა, ეს ჰანსის უნდა ჰკითხოთ. რაშიც შემიძლია დაგარწმუნოთ, ისაა, რომ ამისთვის მზად ვიქნები.

ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი მთავარი მიზანია. ამ ტურნირის ყოველი სეზონი განსაკუთრებულია. შარშან თითქმის ფინალში გავედით. ხალხს ამის ახლა გაკეთების დიდი სურვილი აქვს. ეს ჩვენი მიზანია.

ფიზიკური მდგომარეობა? ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გასული სეზონი გადატვირთული გამოდგა. თავს კარგად ვგრძნობ. ფიზიოთერაპევტები ჩვენზე ძალიან ზრუნავენ. კარგ ფორმაში დაბრუნება ჩემთვის მნიშვნელოვანია. მზად ვარ, ვიმუშავო და ვიბრძოლო.

იამალის არყოფნა? ლამინის მსგავსი ფეხბურთელი ასეთი მატჩებისთვისაა შექმნილი. ის დაგვაკლდება. იამალი შესანიშნავად თამაშობს და ამ მომენტებით ცხოვრობს. ვიმედოვნებდით, რომ ის ხელმისაწვდომი იქნებოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • iniesta888
    schedule 18 სექ 2025, 15:56
    #4

    კუბარსი კრისტენსენი უნდა იყოს ძირითადი, ინიგოს წასვლის მერე.
    ბოლობოლო კაცი ჩელსის ძირითადი იყო და ჩემპიონთა და პრემიერლიგის გამარჯვებული.

  • nika 54
    schedule 18 სექ 2025, 15:22
    #3

    ლამინი მართლა ძაან დაგვაკლდება.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 18 სექ 2025, 09:41
    #2

    ოღონდ არაუხო არ დავინახო და გინდა ეს იდგეს გინდ გარსია და გინდ 15 წლის ბიჭი ამოწიონ ლა მასიადან

  • Rick Sanchez
    schedule 18 სექ 2025, 01:31
    #1

    კარგია რომ ფლიკი ამ კაცს ალაპარაკებს მაინც. საინტერესოა ძირითადში როდის დააყენებს? თუ ისევ გარსიას უნდა ვუყუროთ? რა დააშავა კრისტენსენმა. თამამად ვიტყვი, რომ ფორმაში მყოფი კრისტენსენი საუკეთესო ცენტრალური მცველია ბარსელონაში.