workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 14'sports_soccer ადეიემი 45+3'sports_soccer რაფინია 67'sports_soccer ფერმინი 71'sports_soccer ფერმინი 79'sports_soccer
ლევანდოვსკიმ 150-ე მატჩი დუბლით აღნიშნა

ლევანდოვსკიმ 150-ე მატჩი დუბლით აღნიშნა

“ვალენსიასთან” გამართული მატჩი (6-0) რობერტ ლევანდოვსკის “ბარსელონურ” კარიერაში საიუბილეო აღმოჩნდა. 37 წლის თავდამსხმელმა “ბლაუგრანას” მაისურით 150-ე თამაში ჩაატარა.

ლევანდოვსკი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო და სულ რაღაც 22 წუთში საიუბილეო შეხვედრაში დუბლის შესრულება მოახერხა.

პოლონელმა ვარსკვლავმა, რომელიც “ბარსაში” 2022 წლის ზაფხულში “ბაიერნიდან” გადმოვიდა, 150 მატჩში 103 გოლი და 20 ასისტი მიითვალა. მისი “ბარსელონური” სტატისტიკა ტურნირების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ლა ლიგა – 106 მატჩი, 71 გოლი, 17 ასისტი
  • ჩემპიონთა ლიგა – 27 მატჩი, 19 გოლი, 1 ასისტი
  • ევროპა ლიგა – 2 მატჩი, 1 გოლი
  • ესპანეთის თასი – 9 მატჩი, 7 გოლი
  • ესპანეთის სუპერ თასი – 6 მატჩი, 5 გოლი, 2 ასისტი
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 15 სექ 2025, 13:47
    #2

    ლევანდოვსკი ამ ასაკშიც კი მხეცია, ჯობია ძირითადში იდგეს და მისი ცუდი მიღება და შენელებული მოძრაობები ავიტანოთ. ვიდრე ფერანი.

  • nika 54
    schedule 15 სექ 2025, 12:41
    #1

    მაინც რას ნიშნავს კლასი და ტექნიკა, რაც ფერანმა იწვალა და ენერგია დახარჯა ამას იმის ნახევარი არ დასჭირვებია. ლამაზად ელეგანტურად ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე გაიხედა და იქით დაარტყა სადაც მეკარეს შანსი არ ქონდა. სუარესი გამახსენა.
    ისე რა ამის თემაა, მაგრამ რეკლამები ტელეფონზე შეგვიწყვიტეს და ეხლა კომპიუტერში შემოიჭრნენ?