2025/26 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩში, “ვალენსიასთან” გამართულ შეხვედრაში (6-0), “ბარსელონაში” გუნდის შვედი ტალანტის რუნი ბარდჯის ოფიციალური დებიუტი შედგა.
გუშინ ბარდჯიმ “ბლაუგრანას” მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. რუნიმ სასტარტო შემადგენლობაში ტრავმირებული ლამინ იამალი შეცვალა. 19 წლის შემტევმა პირველი ტაიმი ითამაშა, რის შემდეგაც მისი ადგილი რაფინიამ დაიკავა.
ბარდჯის წინასასეზონო სამზადისის შემდეგ არ უთამაშია. მიუხედავად ამისა, თამაშის დაწყებიდან მალევე ის შეტევის მარჯვენა ფლანგზე მაინც შესამჩნევი გახდა. რუნი ძალიან ახლოს იყო გოლის გატანასთანაც, მაგრამ სტუმართა მეკარემ ხულენ აგირესაბალამ მისი დარტყმის მოგერიება მოახერხა.
ჯერჯერობით დიდი არაფერი
პირველი მატჩისთვის ცუდი არ იყო, თან უთამაშებელიც გახლდათ დიდი ხნის მანძილზე. იმედია უფრო გაუმჯობესდება და იამალის კარგი შემცვლელი დადგება.
შვედეთი
ეს მთლად შვედიაო ვერ ვიტყვით, ის სირიელი ლტოლვილია რომლის მშობლებიც ომს გამოექცნენ. ეხლაც შვეციის მოქალაქეობასთან ერთად სირიის მოქალაქეც არის. თუმცა კუვეიტში დაიბადა სირიიდან წამოსულ ლტოლვილთა ოჯახში. რაც მთავარია მონდომებული იყო და ალბათ მალე მიეჩვევა ბარსას სტილს მითუმეტეს რაშფორდთან შედარებით უფრო სწრაფად გადის ადაპტაციას კლუბში.