workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენს კაპიტნობის ჩამორთმევა ემუქრება — ხვალ საკითხს ჰანსი ფლიკი გადაწყვეტს

ტერ შტეგენს კაპიტნობის ჩამორთმევა ემუქრება — ხვალ საკითხს ჰანსი ფლიკი გადაწყვეტს

ბარსელონამ, შესაძლოა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვას, რადგან გერმანელი სამედიცინო ანგარიშს, რომ რებილიტაციისთვის 4 თვე დასჭირდება, ხელს არ აწერს – კლუბს ეს დოკუმენტი ლა ლიგისთვის გადასაგზავნად სჭირდება, რათა მისი ხელფასის 80%-ით სხვა ფეხბურთელი დაარეგისტრიროს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსელონა მიიჩნევს, რომ ტერ შტეგენი კაპიტნობას არ იმსახურებს და მან ჟოან გამპერის თასის წინ გულშემატკივრებს არ უნდა მიმართოს. ბარსას ხელმძღვანელობა ამასთან დაკავშირებით ხვალ, სიუტატ ესპორტივაზე ჰანსი ფლიკს გაესაუბრება.

პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ტერ შტეგენზე განსაკუთრებით გაბრაზებულია, რადგან გერმანელი ბარსელონას პრობლემებს უქმნის და ზარებს არცკი პასუხობს. კლუბზე რომ იყოს დამოკიდებული, ტერ შტეგენს კაპიტნის სამკლავურს ახლავე ჩამოართმევდნენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ჰანსი ფლიკი მიიღებს.

გარდა ამისა, კატალონიური გრანდი ტერ შტეგენის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს, თუმცა ეს საკითხი ამ თვის ბოლომდე ან სექტემბრამდე არ გადაწყდება.

ტერ შტეგენმა რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ზურგის ოპერაცია გაიკეთა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Rick Sanchez
    schedule 08 აგვ 2025, 01:56
    #12

    შიდა სამზარეულოს და ფეხბურთელებს ახლოდან არ ვიცნობთ, მაგრამ შორიდან რაც ჩანს, ძალიან არაკაპიტნური თვისებები აქვს ტერ შტეგენს.

  • Aroni
    schedule 07 აგვ 2025, 19:45
    #11

    ეს რო მესისთან ვერ ,,დალაგდა" მაშინვე მეუცნაურა ამის პიროვნება, ეხლა კიდევ ეს… მოკლედ შეიძლება ცუდი ტიპი არ იყოს, მაგრამ გარედან რასაც ვხედავთ მინიმუმ უცნაურია!

  • Albicelecte
    schedule 07 აგვ 2025, 17:27
    #10

    ყელში წაუჭირა გუნდს ხელი;
    სავარაუდოდ, სამკლაურის ჩამორთმევით დაიწყებენ…
    თუ თვის ბოლომდე არ წავა, სავარაუდოდ ტოპ კლუბებიც ინფორმირებულები იქნებიან, თუ რა საფთხეცაა ასეთი ფეხბუღტელი კლუბში;
    ვინც აიყვანს, გაუფორმებს ისეთ კონტრაქტს, რომ იოლად გათავისუფლდნენ მისგან;
    ან დაემშვიდობოს მუნდიალს და კონტრაქტის ამოწურვის შედგეგ კარიერასაც

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 07 აგვ 2025, 15:42
    #9

    ყველაფერს ხაზი გადაუსვა

  • nika 54
    schedule 07 აგვ 2025, 14:47
    #8

    პრეზიდენტის ზარებს რო არ პასუხობს, რისი იმედი უნდა ჰქონდეს? გონია ამის უფლებას კანონი აძლევს?

  • me da barca
    schedule 07 აგვ 2025, 14:13
    #7

    ამან ბარსელონური კარიერა დაასრულა, ეს ისე ვერ ჩადგება ბარსას კარებში, როგორც მე. საკითხავია როგორი სახელით წავა, ჯიბრში უდგას გუნდს და ამითი პირველ რიგში თვითონ დაზარადება.

  • Lasha Mamuladze
    schedule 07 აგვ 2025, 14:10
    #6

    Flying Dutchman, ძუკნა როაა მაგიტო

  • M10 S9 D11
    schedule 07 აგვ 2025, 13:45
    #5

    ამ ყველაფრის მერე კიდე რა ნამუსით უნდა გუნდში დარჩენა ამის სუყველაფერი მე

  • Flying Dutchman
    schedule 07 აგვ 2025, 12:05
    #4

    საინტერესოა მესისთან კონფლიქტები რაზე ჰქონდა ხოლმე)

  • CHEPE
    schedule 07 აგვ 2025, 10:44
    #3

    რატო არ დააკვდი საოპერავიო მაგიდაზე შენი ძალად გერმანელი დედა მოვიკითხე ახვარი რომ ხარ ცოლიც გაგიბოდა შე კვერცხო სახლშიც მძღნერი ხასიათის ხარ უეჭველი როგორც ნიკა არაბიძეა ისეთი <<ცენზურის დარღვევა>> ხარ… თავიდანვე არ მევასებოდა ეს კლიზმით გაკეთებული ახვარი და იგივეს შვება ეხლაც ვის რაში ჭირდება მაგის კაპიტნობა რაფინიას სამკლაური უკეთეია და დაფრინავს ტიპი

  • Nika92
    schedule 07 აგვ 2025, 10:36
    #2

    ჩამოართვეს უკვე სამწუხაროდ

  • La Pulga10
    schedule 07 აგვ 2025, 07:47
    #1

    მიდი ძია ჰანსი დააკაჩავე ეგ ჩემისა. ზარებს არ პასუხობს😂😂 ამის მერე როგორღა უნდა დარჩეს გუნდში.