workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთი კორეასთან გახურდა

ესპანეთი კორეასთან გახურდა

ესპანელები ღელავდნენ ამ მატჩის წინ, რადგან სწორედ სამხრეთ კორეის ნაკრები იყო 2002 წელს მუნდიალზე, როცა მათ ესპანეთი საეჭვო ვითარებაში გააგდეს მსოფლიო თასიდან. მაშინ ”ფურია როხას” 2 გოლი არ ჩაუთვალეს.

ორივე მხარე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა თამაშის მსვლელობისას. ეს ორივე გუნდი 8 დღის შემდეგ მუნდიალზე ითამაშებს. დაგვიანებული გოლი ესპანელთა მხრიდან ხესუს ნავასმა მატჩის მიწურულს გაიტანა.

მატჩი ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო. არცერთს არ სურდა ზედმეტ რისკზე წასვლა. პირველი შანსი კი კორეელებს მიეცათ, 13-ე წუთზე შორიდან აზიელთა ნახევარმცველმა კინ-ჯიუნ-ვუმ გაისროლა, მაგრამ ბურთი კარს აცდა.

კორეას თამაში კარგად აეწყო და მათი გულშემატკივარიც ხმამაღლა სკანდირებდა. რამდენიმე ძალისხემვის შემდეგ კი ესპანელები აენთნენ და მომენტების შექმნა დაიწყეს. 27-ე წუთზე სერხიო რამოსი თავით ცდილობდა კარის აღებას, 35 წუთზე კი სესკ ფაბრეგასმა ძელს გაარტყა ბურთი.

ორივე მწვრთნელმა მეორე ტამის დასაწყისში შეცვალა მეკარე. დელ ბოსკემ რეინა ვალდესით ჩაანაცვლა, ხოლო კორეელებმა ლი-ვუნ-ჯინი იანგ-სანგ-რიონგით შეცვალეს. შემდგომი ცვლილებები ესპნელებმა განახორციელეს და სესკ ფაბრეგასი ”ბარსელონელმა” ჩავიმ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ სესკი მხოლოდ მე-2 მატჩს ატარებდა სერიოზული ტრავმის შემდეგ.

ერთ-ერთი საუკეთესო შანსი მიეცა ”სელტიკის” კი-იანგ-იუნს, რომელმაც 67 წუთზე უძლიერესად დაარტყა და რომ არა თავისი თანაგუნდელი, რომელსაც ბურთი მოხვდა, შესაძლოა ესპანეთს სერიოზული პრობლემა შექმნოდა. ამის შემდეგ დავიდ ვილას შექმნა რამდენიმე საგოლე მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა. მატჩის 85-ე წუთზე კი ”სევილიას” გარემარბმა, ხესუს ნავასმა შორიდან შესანიშნავად დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ესპანეთი ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია მუნდიალის მოგების სამხრეთ აფრიკაში. ესპანელების საუკეთესო შედეგი მსოფლიო თასზე იყო 1950 წელს ბრაზილიაში მე-4 ადგილი. დელ ბოსკეს გუნდი თავის უკანასკნელ ამხანაგურ მატჩს გამართავს მურსიაში, პოლონეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ კი ისინი ითამაშებენ მუნდიალის პირველ მატჩებს H ჯგუფში, შვეიცარიის, ჰონდურასისა და ჩილეს ნაკრებების წინააღმდეგ.

წყარო: Fifa.Com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში