ის, რაც აქამდეც ცნობილი იყო, ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა – ვეტერანმა პოლონელმა მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ “ბარსელონასთან” ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
35 წლის ფეხბურთელი “ბარსამ” გასულ შემოდგომაზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ დაიმატა. სეზონის მეორე ნახევარში შჩესნი გუნდის მთავარი მეკარე გახდა. ჩატარებულ 30 შეხვედრაში მან თავი 14 მშრალი მატჩითა და 66 სეივით გამოიჩინა.
“ესპანიოლიდან” ჟოან გარსიას დამატების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “ბარსა” ვოიცეხს სათადარიგო მეკარეობას უპირებდა, თუმცა პოლონელი ამას დასთანხმდა და კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მოქმედი 2027 წლის ზაფხულამდე იქნება.
ესეიგი შტეგო და პენია მიდიან
ვიღას ყიდიან აბა? პენიას გაშვებაზე არაფერი იწერება. ტერ შტეგენი არ მიდის და 4 მეკარე რა ჯანდაბად გვინდა.