“ბარსელონას” ამ დროისთვის ნიკო უილიამსის ლა ლიგაში დარეგისტრირება არ შეუძლია და ამის მიზეზი მარტივია – კატალონიური კლუბი 1:1 ფინანსური ფეარ ფლეის წესს ვერ აკმაყოფილებს. ეს პრობლემაა, რადგან “ბილბაოს” 22 წლის შემტევი სწორედ რეგისტრაციის გარანტიებს ითხოვს.
საპირისპიროს ამტკიცებს ჟოან ლაპორტა, მაგრამ ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი აცხადებს, რომ “ბარსა” 1:1 წესთან შესაბამისობაში არაა.
Catalunya Radio-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” 1:1 წესთან ძალიან ახლოსაა და მის დაკმაყოფილებასთან კლუბს მხოლოდ 8 მილიონი ევრო აშორებს. ეს პატარა თანხაა და “ბლაუგრანა” დარწმუნებულია, რომ ამ პრობლემას 15 აგვისტომდე მოაგვარებს.
წყაროს ცნობებით, იმისათვის, რომ ეს მოხდეს, “ბარსა”, ანსუ ფატის გარდა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს უნდა შეელიოს. კლუბი იმედოვნებს, რომ ფრენკი დე იონგის კონტრაქტის გახანგრძლივებისა და პაბლო ტორეს “მალიორკაში” სავარაუდო ტრანსფერის შემდეგ ეს საკითხი გადაიჭრება.
არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი – თუ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და რონალდ არაუხო “ბლაუგრანას” დატოვებენ, კატალონიური კლუბი 1:1 წესს ავტომატურად მიაღწევს, მაგრამ მათი წასვლა ნაკლებად სავარაუდოა.
იმ 6 კაცის სიას ვისი გაშვებაც უნდათ, ქვემოთ მინაწერი აქვს თუ არაუხოზე საინტერესო შემოთავაზება იქნება ამ საკითხზეც მოვისმენთ წინადადებასო.
ვისი წყაროდან გებულობთ ამ სისულელეებს კვირამდე ყველაფერი ოფიციალურათ იქნაბა ჯერაც არის მარა ყველასგვის მანამდდე ამდღებბში უქნება
2ფეღბუთელი გზაშიაა და მოვა ეგაც სუფთაფურცლები როიყოს
დალაგდება ყველაფერი
არაუხოს არავინ ყიდულობს, თორემ მეეჭვება ხელშეუხებელთა სიაში იყოს, ეგ გორილა გაგვაშვებინა და ხო მოიხსნება ყველანაირი პრობლემა ფინანსებში. არადა როგორ მევასებოდა…
პაუ ვიქტორის პენიას და მარტინის გაყიდვა არ განიხილება ხომ?😂 საღორეს ჩვეულებრივი გუდნის სატრანსფერო მენეჯმენტი
წინ მსოფლიოა, შტეგენს ბოლო შანსი აქ მსოფლიოზე გერმანიის ნ1 მეკარე იყოს. ბარსაში მაგას აღარავინ დააყენებს. თუ პრაქტიკა უნდა წავა. თუ დარჩა ნაზლო, იმ იმედით რო იანვარში წავა, ეგ არ უნდა გაუვიდეს, თუ აგვისტომდე არ წავიდა, უნდა დატოვონ და მთელი 1 წელი დაალპინ სკამზე მსოფლიომდე რო გერმანიამ მესამე მეკარედაც აღარ წაიყვანოს. არაუხოზეც სულ 25 რო შემოგვთავაზონ გასაშვებია, კრისტიანსენს გაუხანგრძლივონ და ეგას
ჯობია შეშვან ამას და ვინც გვყავს ისევ იმებით ითამაშონ აზრი არაქ ვისი მოყვანაც მოუნდებათ ყველას ასეთი პრობლემა შექმნება ჯობია ეს ერთი სეზონი რამენაირად გადაგირონ
აუუ მოკლედ რაა ეს რა ძალიან ცუდი ტენდენცია ჩამოყალიბდა ამ ბარსაში, ფეხბურთელების მოსვლაც ჭირს და მათი გუნდიდან გაშვებაც, ხომ შეილება რომ წამსვლელები უკვე წაეთრან გუნდიდან მაინდამაინც აგვისტოს ბოლო დღეები და სააათები უნდა იყოს დარჩენილი რომ რამე მოხდეს?? მოკლედ რააა გაგვაწამეს რაააა…
საბოლოოდ გადმოვა თუ არაა
რატოა ნაკლებად სავარაუდო ამ ორის წასვლა არ მესმის. მარკი უკვე "ლაფატკაზე" ზის წესით, რაც მაგან იკადრა და კადრულობს კლუბთან მიმართებაში, შეიძლება ვაბშე კონტრაქტიც გაუწყვიტონ და პირგასამტეხლო გადაუნაწილონ წლებზე, და არაუხოს კიდე მერამდენე შანსი უნდა მიეცეს და მერამდენედ უნდა გამოგვაგდოს პირადად ლიგიდან აღარ ვიცი უკვე?! გაყიდონ ეგეც რამენაირად და ეგაა შენი 1:1 წესი. პაბლო ტორეს გაყიდვას ამ ორის გაგდება ჯობია, პლიუს ფატი, რომეუ და წვრილ წვრილი ნაგავი მიასუხარონ რამენაირად. ნიკოს რეგისტრაციას რომ თავი დავანებოთ, სირცხვილია ყოველ ფანჯარაზე ესეთი მდგომარეობა კლუბის, ხალხი დაგვცინის რასაც ქვია