workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნიკო უილიამსის მორიგი უარი ბაიერნს

ნიკო უილიამსის მორიგი უარი ბაიერნს

“ბარსელონას” მთავარმა სატრანსფერო სამიზნემ, “ბილბაოს” შემტევმა, ნიკო უილიამსმა “ბაიერნი” უარით უკვე მეორედ გაისტუმრა.

გავრცელებული ცნობებით, მიუნხენური კლუბი უილიამსისთვის ბრძოლას აგრძელებს, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ.

Sky Sports-ის ინფორმაციით, “ბაიერნმა” ბოლო 48 საათში უილიამსს მორიგი შეთავაზებით მიმართა, მაგრამ ნიკომ “რეკორდმაისტერში” ტრანსფერზე კვლავ უარი თქვა.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ 22 წლის ფეხბურთელს “ბარსელონაში” გადმოსვლა გადაწყვეტილი აქვს. კატალონიური კლუბი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ “ბლაუგრანასა” და უილიამსს შორის კონტრაქტის პირობები შეთანხმებულია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 20 ივნ 2025, 11:56
    #4

    დროზე უნდა დავხუროთ ნიკოს ტრანსფერი

  • Rick Sanchez
    schedule 19 ივნ 2025, 17:23
    #3

    აშკარად ძალიან ერთგულია ეს ბიჭი, შარშან ბილბაო არ მიატოვა და ბოლომდე იბრძოლა ტიტულისთვის მათთან ერთად, ახლა ბარსელონას ელოდება, მოკლედ არ ჩანს ცუდი ბიჭი, მის მონაცემებს ფლიკი განავითარებს და სისტემაში მოაქცევს წესით. მთავარია ხელმძღვანელობამ არ ჩაი*ვას და იყიდონ ზაფხულის ბოლომდე.

  • nika 54
    schedule 19 ივნ 2025, 16:30
    #2

    "ბარსელონას" მთავარმა სატრანსფერო სამიზნემ, "ბილბაოს" შემტევმა, ნიკო უილიამსმა "ბაიერნი" უარით უკვე მეორედ გაისტუმრა"
    ჰალაზე ხო იცით როგორ დაწერდა ადმინი: ნიკო უილიამსმა კიდევ ერთხელ დაბლოკა ბაიერნი და ამით აგრძნობინა, რომ მისი ოცნება მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო კლუბ "რეალში" თამაშია.

  • NICO WILLIAMS
    schedule 19 ივნ 2025, 16:11
    #1

    ეხლა რო დეკუმ მაგ საზიზღარს დიასი და რაშფორდი ევასება რომ ჩასვაროს კიდე რამე
    ღირსია რო ჩავიდეთ და ეგ ვირი შევუგდოთ ილია თოფურიას რინგზე სპარინგ პარტნიორად