“ბარსელონა” ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს და, მათ შორის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი კლუბის კაპიტანია, შემდეგი სეზონისთვის მესამე მეკარის როლშია განხილული – ჟოან გარსიასა და შჩესნის შემდეგ. ტერ შტეგენმა უკვე თქვა, რომ გუნდში დარჩენას აპირებს, თუმცა ევროპული გრანდები მის გადარწმუნებას ცდილობენ, იციან, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე თამაშის გარეშე დარჩენა მისი კარიერისთვის სახიფათოა.
“გალათასარაიმ” “ბარსელონას” უკვე მიმართა
თურქული კლუბი ეძებს ახალ მეკარეს, რადგან მუსლერა ტოვებს გუნდს. სწორედ ამიტომ, მათ უკვე საუბარი ჰქონდათ “ბარსელონასთან”, რათა გაიგონ, აპირებს თუ არა კლუბი ტერ შტეგენთან კონტრაქტის ურთიერთშეთანხმებით გაწყვეტას, რაც მათ უფასოდ მისი შეძენის საშუალებას მისცემდა. “ბარსელონა” შესაძლოა დათანხმდეს ამ გზას, რათა დაზოგოს ტერ შტეგენის მაღალი ხელფასი, თუმცა გერმანელი კიპერი ამ ვარიანტს არ განიხილავს – მისი სურვილია დარჩეს “კამპ ნოუზე”.
“გალათასარაის” პრიორიტეტი ტერ შტეგენი არ არის
“გალათასარაის” მეკარის პოზიციაზე მთავარი მიზანი “ჩელსის” კარის დარაჯი ჯორჯე პეტროვიჩია, ამიტომაც თურქული კლუბი მხოლოდ სარეზერვო ვარიანტად განიხილავს ტერ შტეგენს. ეს კი “ბარსელონას” იმ გეგმებს ართულებს, რაც მისი ტრანსფერის განხორციელებას უკავშირდება.
პეტროვიჩი უფრო უნდათ ვიდრე ტერ შტეგენი? რატომ?😃 ისე პენია წაიყვანონ. ახალგაზრდაა და თან გამოცდილება აქვს გალაში თამაშის.
ეს თურქებიც რა ნაგლები არიან. ბარსას მიმართესო მეგონა გამოსასყიდს იხდიდნენ და თურმე ამათაც უფასოდ უნდათ, გაგიჟდება კაცი რას არ გაიგებს.
პეტროვიჩი რა ლოგიკითაა ტერ შტეგენზე მაღალი პრიორიტეტი?:დდდ
ტერ შტეგენი უნდა დარჩეს და შესნი უნდა წავიდეს აქედან
შესნიზე ცუდი არაა,მაგრამ როგორც ჩანს გასახდელს არ უხდება, ან რამე ნიტოს აკეთებს. თორე ფლიკი ესე უბრალოდ ამის გაჯმეინებას არ გადაწყვეტდა.