“ბარსელონასთვის” ცხელი ზაფხული იწყება, სადაც საქმე მხოლოდ ტრანსფერებს არ შეეხება – კლუბი აქტიურად ცდილობს არსებულ ფეხბურთელებთან კონტრაქტების განახლებასაც. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ამ მიმართულებით ფრენკი დე იონგია.
ჰოლანდიელი ნახევარმცველის მომავალი “ბარსელონაში” წლების განმავლობაში იყო სპეკულაციების საგანი, თუმცა ახლა როგორც ჩანს, იგი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, უკვე საჯაროდ დააფიქსირა, რომ სურს დე იონგის დარჩენა და კონტრაქტის გაგრძელება, და მოვლენებიც სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება.
დე იონგი ცდილობს აგენტთან თანამშრომლობის დასრულებას
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, დე იონგი მუშაობს იმაზე, რომ შეწყვიტოს ურთიერთობა თავის აგენტთან, ალი დურსუნთან. დურსუნი ფეხბურთელს კარიერის დასაწყისიდან აძლევდა რჩევებს, თუმცა ახლა დე იონგს, როგორც ირკვევა, აღარ აქვს ნდობა მისი გადაწყვეტილებების მიმართ და აგენტთან დაშორებას აპირებს.
ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო რეალური გახადა “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება. დე იონგს ამჟამად მოქმედი ხელშეკრულება 2025-26 წლების სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ კლუბს სურს შეთანხმება რაც შეიძლება მალე განაახლოს.
საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბი აქტიურად ცდილობს 28 წლის ნახევარმცველის გადაბირებას, თუმცა დე იონგი ამ ეტაპზე კლუბის დატოვებას არ განიხილავს.
მოგეხსენებათ, გასული სეზონის მეორე ნახევარში ფრენკი ბრწყინვალე ფორმაში იყო, რამაც კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა, რომ იგი გუნდში დიდხანს შეენარჩუნებინათ. თუ დე იონგი აგენტთან თანამშრომლობას შეწყვეტს, მოსალოდნელია, რომ კონტრაქტზე შეთანხმება სწრაფად მოხდება და ფეხბურთელი ლა ლიგის ჩემპიონებთან დარჩება.
ჰასან ცეცხლაძე ამბობდა ჯერ კიდევ როდის, დურსუნას მეტი არავინ მინდაო და ამას რა სჭრის რო აგდებს ნეტა
არ არის ეს კაცი პატიოსანი, გუნდი კი არ უყვარს ის ტიტულები უყვარს რაც გუნდმა წელს მოიპოვა და ალბათ გაისადაც ასევე განაგრძობს. მახსოვს ეს ვაჟბატონი წასვლას ფიქრობდა და ნანობდა რომ ბარსაში ამდენი დრო დაკარგა. იძახდა კიდეც არ მეგონა თუ ასე დავეშვებოდითო. მაგრამ აი გუნდი ათამაშდა ახალი მწვრთნელის ხელში და ამასაც გაუტკბა იამალის და რაფინიას ოფლით მოპოვებული შედეგები. ეხლა დარჩენა მოუნდა? არ არის ეს კულე და დავემშვიდობოთ როგორც წესია. პედრის ალბათ ამის ხელფასის ნახევარი აქვს და მთელი თავით ჯობია ამ ქალაჩუნას. გაყიდონ დროზე სანამ ფასი აქვს სულ პერესმა როგორ უნდა გაჯობოს ლაპორტა. დე იონგი კი არა რონალდუ გაუშვა პერესმა რო შეატყო გულით აღარ იყო გუნდთან და სწორედაც მოიქცა. მას შემდეგ რეალმა კიდევ 2-ჯერ თუ 3-ჯერ მოიგო ლიგა. და ამან რა მოიგო? იტალიის ჩემპიონობა? ხოდა იყოს თავის არაბულ ლიგაში. იმედია დე იონგიც მაგასთან ერთად იბრძოლებს არაბული ტიტულების მოსაპოვებლად.
დაიკლოს ხელფასი და დარჩეს
არადა ესეც არის მიზეზი ინტერთან წაგების. რეალურად დეიონგი და არაუხოა პირველრიგში გასაყიდები