workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
კრიშტიანუ რონალდუმ ლამინ იამალზე ისაუბრა

კრიშტიანუ რონალდუმ ლამინ იამალზე ისაუბრა

დღეს კრიშტიანუ რონალდუმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და მომავალ დაპირისპირებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც ის პირველად შეხვდება ლამინ იამალს – ესპანეთისა და პორტუგალიის მატჩი გაიმართება კვირას, უეფას ერთა ლიგის ფინალში.

როგორც Diario AS იუწყება, რონალდუმ ლამინ იამალის შეფასებისას აღნიშნა:

ლამინი ძალიან კარგად თამაშობს, ის სრულად იყენებს თავის ტალანტს. ახლა მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასაკი მოემატოს მშვიდად, ზედმეტი ზეწოლის გარეშე. მისით უნდა დატკბეთ და არ მოახდინოთ მასზე ზეწოლა. ნიჭი ნამდვილად არ აკლია.

რონალდუმ ასევე გაიცინა იმ შედარებებზე, რომლებსაც მედიაში აკეთებენ მასა და იამალს შორის:

ყოველთვის იყო – კრიშტიანუ ამასთან, კრიშტიანუ იმასთან. უკვე მიჩვეული ვარ. ეს სხვა თაობებია – ერთი იწყებს, მეორე ასრულებს. ლამინი უნდა შეადარონ ვინმეს თავისი თაობიდან – მაგალითად, ვიტინიას. მაგრამ არა უშავს, კრიტიკას მივიღებ. სინამდვილეში, ეს არის ერთი ნაკრები მეორე ნაკრების წინააღმდეგ. მაგრამ მესმის – მედიას უყვარს თამაშის გახურება, ეს ბუნებრივია და კარგიც კი არის. რაც ყველაზე მეტად მინდა, პორტუგალიამ ითამაშოს მაღალ დონეზე და გაიმარჯვოს ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა დღეს მსოფლიოში საუკეთესოა.

რონალდუს აზრით, ლამინ იამალმა “ოქროს ბურთი” არ უნდა მოიგოს. ლამინ იამალი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება 2025 წლის “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში, თუმცა კრიშტიანუ რონალდუ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და მიაჩნია, რომ ეს ჯილდო “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელს უნდა ერგოს.

ინდივიდუალურმა ჯილდოებმა დაკარგა მნიშვნელობა. ვერ ვიტყვი ზუსტად, ვინ უნდა მოიგოს “ოქროს ბურთი”. ჩემი აზრით, იმან უნდა მოიგოს, ვინც გამოირჩევა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. მაგრამ რეალურად აღარ არსებობს კონსენსუსი. მე დიდად არ მჯერა ინდივიდუალური ჯილდოების, რადგან ვიცი, რა ხდება კულისებში. ლამინს შეუძლია მოიგოს, ისევე როგორც დემბელეს ან ვიტინიას ან სხვა მოთამაშეებს, რომლებმაც მიმდინარე სეზონში თავი გამოიჩინეს… მაგრამ ჩემთვის ინდივიდუალური ჯილდოები არაფერს ნიშნავს.”
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 08 ივნ 2025, 15:15
    #7

    ინდივიდუალური ჯილდოები ჩემთვის არაფერს ნიშნავსო???
    ამ ერთ წინადადებაში ჩანს რასაც წარმოადგენს. ამაზე მეტის ლაპარაკი არ შეიძლება.

  • Lasha Mamuladze
    schedule 08 ივნ 2025, 10:38
    #6

    რექლიდან რო წავიდა კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემ..კაი კაციაა რონალდო არამარტო ესეთი საუბრების გამო ზოგადადაც..დაიმსახურა სანაკრებო ჯილდოც ნამდვილად ერგება ამ კაცს თუნდაც მსოფლიო..

  • Iniesta_8
    schedule 08 ივნ 2025, 00:17
    #4

    ციტატა: jacky iakovenko

    ციტატა: C.PC5
    ჩემდა გასაკვირად იამალზე ჯერჯერობით ყველაზე ადეკვატურად ილაპარაკა მგონი, ნუ ჩვენიანებს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა, არც ოქროს ბურთზე ტყუის რომ დავფიქრდეთ მარა ლიგის მომგებმა თუ უნდა მოიგოს და ამ დროს დემბელეს და ვიტინიას ახსნებს და არა რაფინიას ზნაჩიტ ფინალამდე არცერთი თამაში არ გინახავს ჯიგო🤣😉

    შენ ის ნახე რიბერიმ როგორ დატროლა ოქროს ბურთზე 🤣

    რა უნამუსოა ტიპი ერთხელ ნათქვამს სამჯერ გადააკეთებს ხოლმე როცა აღარ აწყობს. ადრე ოქროს ბუცი იყო მნიშვნელოვანი, მერე ოქროს ბურთი, ახლა არცერთი, საუდის ლიგის გოლებია მარტო მნიშვნელოვანი laughing laughing laughing

  • me da barca
    schedule 07 ივნ 2025, 23:42
    #3

    ინდივიდუალური ჯილდოები ჩემთვის არაფერს ნიშნავსო. laughing
    რას არ გაიგებს კაცი.
    შეგრცხვეს მაინც იბიო-მატ

  • jacky iakovenko
    schedule 07 ივნ 2025, 20:26
    #2

    ციტატა: C.PC5
    ჩემდა გასაკვირად იამალზე ჯერჯერობით ყველაზე ადეკვატურად ილაპარაკა მგონი, ნუ ჩვენიანებს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა, არც ოქროს ბურთზე ტყუის რომ დავფიქრდეთ მარა ლიგის მომგებმა თუ უნდა მოიგოს და ამ დროს დემბელეს და ვიტინიას ახსნებს და არა რაფინიას ზნაჩიტ ფინალამდე არცერთი თამაში არ გინახავს ჯიგო🤣😉

    შენ ის ნახე რიბერიმ როგორ დატროლა ოქროს ბურთზე 🤣

  • C.PC5
    schedule 07 ივნ 2025, 20:20
    #1