“ბარსელონასთვის” 2024/25 წლების სეზონი დასრულებულია, რომელიც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, წარმატებული გამოდგა. კატალონიურმა გუნდმა შიდა ტრებლი იზეიმა – მოიგო რა ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერ თასი.
“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდი სეზონის 10 სტატისტიკურ მაჩვენებელს წარმოგვიდგენს.
44 მოგება
ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის წარმომადგენელ არცერთ სხვა გუნდს არ მოუგია იმდენი მატჩი, რამდენიც ჰანსი ფლიკის “ბარსამ” მოიგო. 44 გამარჯვება – 28 ლა ლიგაში, 9 ჩემპიონთა ლიგაზე, 5 ესპანეთის თასზე და 2 ესპანეთის სუპერ თასზე.
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
რობერტ ლევანდოვსკიმ 2024/25 წლების გათამაშებაში 42 გოლი გაიტანა და “ბარსას” სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პოლონელმა თავდამსხმელმა 27 ბურთი ლა ლიგაში გაიტანა, 11 – ჩემპიონთა ლიგაზე, 3 ესპანეთის თასზე და ერთი ესპანეთის სუპერ თასზე. მან “ბლაუგრანას” მაისურით 100-გოლიან ნიშნულსაც მიაღწია.
საუკეთესო ასისტენტი – რაფინია
ბრაზილიელმა შემტევმა თანაგუნდელებს 22-ჯერ გაატანინა. ევროპაში რაფინიაზე მეტი ასისტი, 23, მხოლოდ მოჰამედ სალაჰს აქვს. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელს მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით ჩამორჩება თანაგუნდელი ლამინ იამალი.
ყველაზე მეტი გატარებული წუთი მოედანზე – რაფინია
რაფინია ასევე ის მოთამაშეა, რომელმაც ყველაზე მეტი ითამაშა – 4 661 წუთი მოედანზე, საშუალოდ 81 წუთი თამაშში. მის შემდეგ მოდიან პედრი (4 643 წუთი) და იამალი (4 548).
174 გოლი
“ბლაუგრანამ” 174 გოლი გაიტანა, რაც ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის წარმომადგენელ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგია. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ “ბარსა” ამ მაჩვენებლით გაცილებით წინაა მეორე ადგილზე მყოფ “პარი სენ-ჟერმენზე”, რომელმაც 147 ბურთი გაიტანა. შემდეგ მოდიან “ბაიერნი” (138 გოლი), “რეალ მადრიდი” (137) და “ლივერპული” (123). “ბარსელონას” ისტორიაში ეს გოლების მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
21 მშრალად შენახული კარი
“ბარსამ” კარი მშრალად 21-ჯერ შეინახა. აქედან 14 ვოიჩეხ შჩესნიზე მოდის, 6 – ინიაკი პენიაზე, ერთი კი – მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე.
30 გამოყენებული ფეხბურთელი
გასულ სეზონში 30-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა ითამაშა. ფლიკის ხელმძღვანელობით “ბარსას” პირველ გუნდში დანი როდრიგესის, ტონი ფერნანდესისა და ანდრეს კუენკას დებიუტი შედგა.
9 ქამბექი
2024/25 წლების სეზონი ქამბექებით დახუნძლული აღმოჩნდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ჩამორჩენის აღმოფხვრა 9 შემთხვევაში მოახერხა.
23 გოლი საჯარიმოს გარედან
“ბარსელონამ” 174 გოლიდან 23 საჯარიმოს გარედან გაიტანა, რაც ასევე ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის წარმომადგენელ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგია.
45 ქულა გასვლაზე
“ბარსამ” ლა ლიგაში 88 ქულა დააგროვა, აქედან 45 კი სტუმრად მოიპოვა, რაც ასევე ევროპაში საუკეთესო შედეგია.
me da barca, წუწკი კი არა შენ**ეული და ჭკვიანი ტიპია , წუწკი და წუწურაქი რომ იყოს ფელიქსში 80 მილიონს ან ალვარესში 60 მილიონს გადაიხდიდა ? აბა დაფიქრდი რატო უნდა გადაიხადო ფული ისეთ ფეხბურთელში , რომელიც ჩათლახობით შეგიძლია დაითრიო , ლენგლე ფაქტობრივად გაგდებული ჰყავს ბარსას , არ ჭირდება თუ ლაპორტას მოუვა შეთავაზება ყველა ვარიანტში გაყიდის , რადგან ხელფასიც საკმაოდ მაღალი აქვს და ტვირთია გუნდისთვის
— @rubenuria
კაროჩე რა მაგარი ტრაკი გუნდია ეს ატლეტიკო ტიპებს 10-15 მილიონი ენანებათ
მაგათი პრეზიდენტი არის ჟმოტების მეფე. მასეთი წუწკი მეორე არ დადის ალბათ.
Visca barca, თეთრი იაია ტურეა
ჩვენმა ძმამ გაახანგრძლივა, საინტერესო იქნება კონტრაქტის დეტალები.
გაახანგრძლივა …
ორიოლ რომეუს გასვლია იჯარის ვადა აღარ მახსოვდა ეგეც თუ გვყავდა გუნდში🤦🏼 ტყუილად ითხოვდით საყრდენის მოყვანას გვყოლია უკვე😂
სეზონის პირველ ნახევარში სტაბილური გუნდი არ გვყავდა, მაგრამ ტაქტიკამ და ფსიქოლოგიურმა მუხტმა შედეგი მოიტანა, აი სეზონის მეორე ნახევრიდან უკვე გუნდად ჩამოყალიბდნენ და ამ გუნდის ბოლომდე შემდგარ ვერსიას მომავალ სეზონში ვნახავთ, მოემზადეთ დიდი სანახაობისთვის😄😄
ეხლახანს წავიკითხე, ლა ლიგას საჩივარი შეუტანია ატლეტიკის ფანებზე, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში ყვიროდენ "ლაპორტა შე ნაგავო სად არის ფული? ნეგრეირას საქმე დამთავრდაო?" ასევე გააფრთხილა ბარსას ფანები რომლებიც ამ მატჩს ესწრებოდნენ სამ მამესზე და მათ დაუწუნა უილიამსის მიმართ ასეთი შეძახილები ნიკო-ბარსას ფანი-ო.
ტებასს ეტყობა საქმე გამოელია.
Atlético Madrid are speeding up their efforts to sign Clément Lenglet. They are working to offer Barcelona a 1-year loan, or wait for Lenglet to terminate his contract with Barcelona.
— @rubenuria
კაროჩე რა მაგარი ტრაკი გუნდია ეს ატლეტიკო ტიპებს 10-15 მილიონი ენანებათ
"45 ქულა გასვლაზე
"ბარსამ" ლა ლიგაში 88 ქულა დააგროვა, აქედან 45 კი სტუმრად მოიპოვა, რაც ასევე ევროპაში საუკეთესო შედეგია"
არ მეგონა სახლში თუ უფრო მეტ ქულას დავკარგავდით ვიდრე სტუმრად. ესე იგი არის შანსი მომავალ წელს უფრო მეტი ქულა დავაგროვოთ და უფრო ადრე გავხდეთ ჩემპიონები ვიდრე წელს. თუნდაც იმიტომ რო ახალი სეზონიდან ნამდვილ სახლში ვითამაშებთ.
ბრავო ჰანსი ბიძია. მადლობა.
მადლობა ჰანსი ასეთი თავდაუზოგავი შრომისთვის და საქმისთვის რაც ამ გუნდისთვის გააკეთე,ტიპი მოვიდა და მკვდრები გააცოცხლა მაგალითად რაფინია,გარსია და ტორესი რომლისგანაც არავინ არაფერს მოელოდა რაფინიას ჩინურ ბრაზილიელს ვეძახდი ახლა კი ოქროს ბურთის კანდიდატია,გარსია კარგად შემოდიოდა ინტერთანაც უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა თუმცა ეგ მატჩი სამწუხაროდ მარცხით დამთავრდა,ტორესი ცვლილებებზე შემოდიდოდა ბევრ მომენტს ქმნიდა და გოლებიც გაჰქონდა.საბოლოო ჯამში ფლიკმა ძალიან ძლიერი გახადა მენტალურად გუნდი და ძალიან შეთამაშებულები იყვნენ ერთს დავამატებდი დაცვაზე აქვს ბევრი სამუშაო ჩვეულებრივი სოფლის გუნდის დაცვაა, (სტანდარტულებზე ლაპარაკიც არაა) მაგრამ ძაან კმაყოფილი ვარ ფლიკით და მისი გუნდით შემდეგ სეზონში 4-ივე ტიტულს მოვიგებთ 2-3 ტრანსფერი და ვერავინ მოგვიგებს კაი ხანი Visca Barca Siempre 💙❤️💙❤️🔵🔴
მადლობა ჰანსი ფლიკს
Giukereshi da dezire due an alvarezi da dezire due
Chvenze magari sheteva ar eyoleba aravis
გიოკერეში დავითრიოთ და ყველა დროის რეკორდებს შევუტევთ გატანილი გოლებით ყველა ტურნირზე
უღრმესი მადლობა ფლიკს ამ ყველაფრისთვის! ტიპმა გუნდი გარდაქმნა შეუპოვარ და ტიტულებზე დაგეშილ მანქანად. წარმოიდგინეთ 1953 წლის შემდეგ ერთი სეზონის განმავლობაში სამივე ესპანური ტიტული არ გვქონია მოგებული). 2-3 სწორი ტრანსფერია საჭირო და ყველაფერი ისევ მაგრად იქნება.