რეალ მადრიდის დამარცხების (4-3) შემდეგ, ბარსელონას მცველმა, ერიკ გარსიამ მედიასთან ისაუბრა.
ცხადია, მატჩის სტარტი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ასეთი რამ რამდენჯერმე დაგვემართა. პირველი ტაიმი 0-2 რომ წაგვეგო, ისინი შეტევებს გააგრძელებდნენ, მაგრამ დავაქამბექეთ.
გატანისას დიდი სივრცე მქონდა, რადგან მეტოქე ყველას პერსონალურად მეურვეობდა, ჩვენ კი ვიცოდით, რომ ახლო ძელთან მე უნდა ვყოფილიყავი. სწრაფი პასი და… გავიტანე – ყველაფერი სწორედ ასე გვქონდა დამუშავებული.
ლამინზე რა უნდა ვთქვა… რამდენიმე სიტუაციაში ჩემთვის პასის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ამ ნაძირალამ ბურთი არ მომცა…
ვიმედოვნებ, ფლიკი პოზიციას აღარ შემიცვლის (იცინის). მიჩელთან (ჟირონას მწვრთნელი) მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო – მადლიერი ვარ, რადგან მან მაჩვენა, რომ უნივერსალური ფეხბურთელი ვარ.
რთული იყო, მაგრამ ელ კლასიკოში განაპირა მცველად ვითამაშე.
მთელი სეზონის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ მოწინააღმდეგეზე ზეწოლა მოქმედებს და შეტევა შეგვიძლია – ჩვენი თავდამსხმელები ძალიან სწრაფები არიან და ამით სრულად ვსარგებლობთ.
— განაცხადა ერიკ გარსიამ.
რეალ მადრიდთან ქამბექი სწორედ გარსიას გოლით დაიწყო, საბოლოოდ კი ბარსამ “ლოს ბლანკოსს” პირველივე ტაიმში 4 ბურთი გაუტანა.
ადრე ამის გაყიდვას მივესალმებოდი, ახლა არა. უკვე საჭირო ტიპია გუნდში.
≈==============
…რა ხდება გუნდში ვინმემ იცით???
ჯერ ის უნდა გავარკვიოთ რა თქვა ზუსტად. ნაძირალა ქართულად ესპანურად სხვადასხვანაირად ითარგმნება, მითუმეტეს იცინის და ამითაც გასაგებია ყველაფერი.
smile: უი უკაცრავად, მე ესპანური არ ვიცი და არც ვიდეო მაქვს ნანახი,..
= უცბად გავიფიქრე გუნდში რამე პრობლემები ხომ არა აქვთ მეთქი ერთმანეთში::დდდ
რა ფინდათ ტიპმა ინტერს გაუტანა (მარა ის მეორეც უნდა გაეტანა) რეალსაც გაუტანა დაცვასაც საკაიფოდ ყომარობს არაუხოს ჯობია 2 ჯერ მინიმუმ
≈==============
…რა ხდება გუნდში ვინმემ იცით???
ჯერ ის უნდა გავარკვიოთ რა თქვა ზუსტად. ნაძირალა ქართულად ესპანურად სხვადასხვანაირად ითარგმნება, მითუმეტეს იცინის და ამითაც გასაგებია ყველაფერი.
≈==============
…რა ხდება გუნდში ვინმემ იცით???
ხუმრობით თქვა, ინტერვიუში იცინის მაგ დროს
მაგ ნათქვამს თუ ვინმე სერიოზულად მიიღებდა ნაღდად არ მეგონა😂
mari,
≈==============
…რა ხდება გუნდში ვინმემ იცით???
ხუმრობით თქვა, ინტერვიუში იცინის მაგ დროს
ლამინზე რა უნდა ვთქვა… რამდენიმე სიტუაციაში ჩემთვის პასის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ამ ნაძირალამ ბურთი არ მომცა…
"""ნაძირალაა?"""
≈==============
…რა ხდება გუნდში ვინმემ იცით???
იამალი მართლა არ უკეთებს პასს არასდროს, მარტო იმიტომ რომ გარსიაა😃
ამასაც ძალიან მაგარი სეზონი აქვს, იდეალური ზამენაა, დააპდეითებული სერჟი რობერტო