რეალ მადრიდის დამარცხების (4-3) შემდეგ, ბარსელონას ტალანტმა, ლამინ იამალმა მედიასთან ისაუბრა.
ეს აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი მოგებაა, რადგან ჩემპიონობას კიდევ უფრო მივუახლოვდით. ჩემპიონთა ლიგაზე წაგების შემდეგ, ელ კლასიკოში გამარჯვება შესანიშნავი იყო. გასაჭირი განვითარებაში გეხმარება.
რეალ მადრიდს ბევრი რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. ბედნიერნი ვართ და სვლას ვაგრძელებთ. რთული წელია, საკუთარ სტადიონზე ვერ ვთამაშობთ, მაგრამ მონჟუიკზეც ბრწყინვალე ატმოსფეროა.
ბარსელონა ჩემი ცხოვრების კლუბია. ელ კლასიკოში თამაში და გატანა დიდებულია.
დედაჩემს ვუთხარი, რომ ჩემპიონთა ლიგა ყოველ წელსაა და მის მოგებას კვლავ შევეცდებით.
ყველამ ვიცით, რომ ხუთშაბათს უნდა მოვიგოთ.
— განაცხადა ლამინ იამალმა.
რეალ მადრიდთან დაპირისპირებაში ანგარიში სწორედ ლამინმა გაათანაბრა, საბოლოოდ კი ბარსამ მეტოქეს სძლია.
იმედია კიდევ 20 წელი მინიმუმ დარჩემი ლამინ მესის გაუთანაბრდები ოქოროს ბურთებში ასევე მსოფლიოსაც თუ მოიგებ 2030-ში მთლად სასწაული.((ისევ არგენტინამ მინდა მოიგოს მომავალ წელს 2026-ში))
ისე შეიძლება მანამდეც გავჩემპიონდეთ, რეალი ხვალ თამაშობს და როგორც დაიწერა ჰალაზე 9 ფეხბურთელი არ ეყოლებათ. მალიორკა უეფას ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და თავს არ დაზოგავს. არც ის გამიკვირდება თუ რეალი თავს აღარ მოიკლავს ვინაიდან მეორე ადგილს არ კარგავს და ფრეც რო დამთავრდეს მორჩა ჩემპიონატი. ესპანიოლთან უკვე დერეფანში გაგვატარებენ ტაშით როგორც ჩემპიონს ეკადრება. ოღონდ ბურთები გვინდა ძალიან 100 ბურთზე რო მაინც ავიდეთ ახლა 95 გვაქვს გატანილი.
დიმარკო,მხითარიანი,ბასტონი ვერ აჩერებდნენ იამალს არ ვიცი ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს ოქროს ბიჭუნა და დარწმუნებული ვარ უმაგრესს შედეგს დადებს და ამაში ეჭვი არ გვეპარება
რატომ უნდა უგულშემატკივრო ბარსელონას?! დამისახელეთ სხვა კლუბი, ვინც ორი ვუნდერკინდი აჩუქა მსოფლიო ფეხბურთს, აღარაფერს ვამბობ ხავი-ინიესტა-ბუსკე-პუი და ასე შემდეგ!!! მესი-იამალიიი!! ბარსელონა ამ სპორტის ჟანგბადის ბალონია, მის გარეშე ფეხბურთის გულისცემა იცვლება და ბოლოს ჩერდება.
ნადიროოო
ისტორიას წერს ბავშვი