მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბილბაოსთვის” მზადება გრძელდება

”ბილბაოსთვის” მზადება გრძელდება

პირველი გუნდის 19 ფეხბურთელმა და ისააკ კუენკამ პარასკევს დილით ივარჯიშა ”ბილბაოსთან” მატჩისთვის მოსამზადებლად. პედრო როდრიგესი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

მეორე სავარჯიშო სესია ”სან მამესზე” რთული გასვლის წინ დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. გუშინდელის მსგავსად ვარჯიშის მსვლელობისას წვიმდა.

20 ფეხბურთელი ვარჯიშზე

იმავე ფეხბურთელებმა ივარჯიშეს დღეს სიუტატ ესპორტივას მე-2 მოედანზე. ტრავმირებული პედრო როდრიგესი განცალკევებით ვარჯიშობს. გუნდთან ერთად აგრძელებს მზადებას ისააკ კუენკა. ”ბარსელონა” ხვალ 11 საათზე ივარჯიშებს, რის შემდეგაც პეპ გვარდიოლა პრეს-კონფერენციას გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში