არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ ლამინ იამალზე ისაუბრა და ის ლიონელ მესისა და ნეიმარს შეადარა.
ლამინ იამალი მესისგან განსხვავებულია – ლეო სრულიად სხვაა. ყოველთვის ვამბობ, რომ შეგვიძლია ორ ფეხბურთელზე ვისაუბროთ და შემდეგ – მესიზე: ის სხვა პლანეტიდანაა. მესი ყველა დროის საუკეთესოა. ლიონელმა დონე კარიერის დასაწყისიდან დღემდე შეინარჩუნა – არგენტინელი ჯერ კიდევ დიდებულია.
ლამინი ნეიმარს ძალიან მაგონებს. ყველას გვეგონა, რომ ბრაზილიელი მესისთან ერთად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა.
მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ იამალი ოქროს ბურთს მოიგებს. ის მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს და არაფერს აპროტესტებს, უბრალოდ თამაში სურს. ლამინი მატჩის თითოეულ წუთს იყენებს, რომ რაღაც განსხვავებული შექმნას. იამალს თავხედობა და გამბედაობა გამოარჩევს, რაც სასიამოვნო და სანახაობრივი ფეხბურთის სათამაშოდაა საჭირო.
ინტერთან მატჩში ლამინს 3 კაცი მეურვეობდა, ის კი მაინც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა. ინტერმა ყველაფერი ცადა, მაგრამ იამალი ვერ შეაჩერა.
ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, უდიდეს მენტალურ სიძლიერეს მოითხოვს. იამალმა იცის, თამაშისგან სიამოვნება როგორ მიიღოს – მისნაირი ბევრი არ არის. დღეს უფრო მეტად მუშა ფეხბურთელები არსებობენ.
— განაცხადა არგენტინელმა.




ვერც გააჩერებენ ვერასოდეს
იგივე იამალი გვჭირდება მილანშიც
ფლიკი -ინტერს სიკვდილის ბუზს დაუჯენს თავზე!

visca barca
იმედია მილანში მიიღებს დიდ სიამოვნებას, და თავის ტალანტს კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს.