მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: ”არ ვიცი, აქვს თუ არა მას საზღვარი”

როსელი: ”არ ვიცი, აქვს თუ არა მას საზღვარი”

”ბარსელონას” პრეზიდენტმა კვლავ შეაქო არგენტინელი ფეხბურთელი და შეგვახსენა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ასევე მან უარყო, რომ მესის და ვილიას შორის დაძაბული ურთიერთობაა.

”ბარსელონას” ციფრული სტრატეგიის პრეს-კონფერენციაზე, ისევე როგორც ”პლზენთან” მატჩის შემდეგ როსელმა ლეო მესი შეაქო: ”მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მიმდინარე წელს კიდევ დიდი დროა წინ. არ ვიცი, აქვს თუ არა მას საზღვარი”.

კარგი ურთიერთობა მესის და ვილიას შორის

ასევე პრეზიდენტმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მესის და ვილაის დაძაბული ურთიერთობა აქვთ: ”პრაღაში ფრენის დროს ისინი ერთად თამაშობდნენ. ჩვენ არ შეგვიძლია ვუპასუხოთ ყველაფერს, რაც პრესაში იწერება”.

ისააკ კუენკას კონტრაქტის გახანგრძლივება

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სპორტული დირექტორი, ანდრონი სუბისარეტა მუშაობს ისააკ კუენკას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს პეპ გვარდიოლა ძალიან ენდობა, რაც ბოლო 3 შეხვედრაშიც გამოჩნდა, სადაც ის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში