workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
3-3 | ბარსელონამ ინტერს მოგება არ დაუთმო! — ფინალისტის ვინაობა იტალიაში გაირკვევა

3-3 | ბარსელონამ ინტერს მოგება არ დაუთმო! — ფინალისტის ვინაობა იტალიაში გაირკვევა

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, მონჟუიკზე ინტერს უმასპინძლა — შეხვედრა ფრედ, 3-3 დასრულდა.

ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა: მარკუს ტურამმა ქუსლით გაიტანა და “ნერაძური” დააწინაურა. 21-ე წუთზე, დენზელ დუმფრისის გოლის შემდეგ, ბარსას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, თუმცა ლამინ იამალმა 24-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, 38-ე წუთზე კი შესანიშნავი კომბინაცია ფერან ტორესმა დააგვირგვინა.

მეორე ტაიმიც ძალიან დაძაბული გამოდგა. 64-ე წუთზე დუმფრისმა დუბლი შეასრულა და იტალიური გუნდი ისევ დაწინაურდა, მაგრამ ჰანსი ფლიკის შეგირდებმა ეს ბრძოლა მაინც არ დათმეს — მესამე გაშვებული გოლიდან 1 წუთში რაფინიამ შორიდან გაისროლა, ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი – მეკარე იან ზომერს და კარში შევარდა: 3-3!

ბარსელონა 3-3 ინტერი

⚽️ 0-1 | ტურამი 1’ (ინტერი)

⚽️ 0-2 | დუმფრისი 21′ (ინტერი)

⚽️ 1-2 | იამალი 24’ (ბარსელონა)

⚽️ 2-2 | ტორესი 38’ (ბარსელონა)

⚽️ 2-3 | დუმფრისი 64′ (ინტერი)

⚽️ 3-3 | ზომერი 65′ (ბარსელონა; ავტოგოლი)

შემდეგად, ყველაფერი მილანში, ჯუზეპე მეაცაზე გადაწყდება. კატალონიურ გრანდს შემდეგი თამაში ლა ლიგაში, 3 მაისს, ვალიადოლიდთან აქვს, 6 მაისს კი ინტერთან განმეორებითი მატჩი ელის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (35)

  • nika 54
    schedule 03 მაი 2025, 16:36

    რას ვიზამთ, ესე იგი მილანში გავუდებთ რახან ბარსელონაში არ მიიღო მისაღები.

  • Rick Sanchez
    schedule 02 მაი 2025, 16:31

    მე მჯერა რომ მილანში მოვ**ნავთ ამათ

  • YAMAKASI
    schedule 01 მაი 2025, 10:11

    ძმემო მართლა გჯერათ რო ვერ გავალთ? იქ ჩავალთ და გადავუართ… ამ თამაშში იმენა გაყეზეს

  • Bakero
    schedule 01 მაი 2025, 03:04

    ციტატა: araujo4
    კრისტენსენი მაინც რა დონეა. თითქმის 1 წელია ტიპს არ უთამაშია და ესეთ თამაშში შემოვიდა შეცვლაზე და მაინც სოლიდური იყო


    ნეტავ თავიდანვე დაეწყო ძირითადში 3 -ს მაინც არ გავუშვებდით

  • me da barca
    schedule 01 მაი 2025, 02:12

    ციტატა: OldMember
    6 მაისი არ იყო ლივერპულმა რომ დაგვიქამბექა? იმედია მაგ რიცხვს სასიკეთოდ შემოვიტრიალებთ


    ახლა გადავამოწმე ფლეშსკორზე და 7 მაისს ყოფილა.
    6 მაისს გვითამაშია 2015 წელს ნახევარფინალი ბაიერნთან პირველი თამაში ნოუ კამპზე და 3:0 დავადუღეთ პეპის ბაიერნს, მესიმ ბოატენგი მოჭრილი ხესავით, რომ დააგდო. იმ წელს თასიც ავწიეთ.

  • Gnbad
    schedule 01 მაი 2025, 02:03

    მაგიტომ არ მინდოდა რეალი ფინალში გადაიღალნენ და ამდენი ტრამვა
    რომ არა ტრამვები 4-0 მოვიგებდით

  • Clever liar
    schedule 01 მაი 2025, 02:02

    დღეს ბარსელონაში ჭიაკოკონობა იყო თუ რატო ვეთამაშეთ ცეცხლს ამდენი არ ვიცი,მარა ნიჩივოო, მთავარია მეორე მატჩი წინააა.

  • Albicelecte
    schedule 01 მაი 2025, 02:01

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Albicelecte
    ჩელსისთან 0:0 რომ ჩავიდნენ…
    ისე, ლივერთან 3:0-ით ჩასვლას კი ჯობია ასე მობილიზებულად დარჩენა;
    იმას, რომ გეგონოს წამოწვები და პლაჟზე საწრუპს მოიმარჯვებ გვერდზე პოპკორნით;
    ნერვული თამაში იქნება და ფლიკს მოედანი არ ადარდებს;
    ბერნაბეუდან, 2-2 ჯერ ვანდა მეტროპოლიტანიდან და და ლუშიდან, წამოიღო მოგება, როცა ძალიან სჭირდებდოა და უჭირდა, სწორედ მაშინ


    კი კი ვიძახით რომ ფლიკმა მენტალურად მოხოდა მარა დორტმუნდთან რა ქნეს😀 ის ავტოგოლი რომ არა შეიძლება მე3 შეეგდოთ იმ ტაიმში


    ნუ ის მატჩი ცუდად მახსოვს;
    ავტოგოლი ფერმინმა გაატანინა, მცველი უშლიდა ლევანას ხელს და მოგერიებაზე ჩაჭრა, სავარაუდოდ გაიტანდა; ასე, რომ 2:1 -გასვლა მთლად კატასტროფა არ იყო;
    აი დიდი ანგარიშით მოგებულზე რომ გაანიავებ ეგ უფრო მახსოვს ცუდად;
    ჰგონიათ, რომ წეამოწვებიან და "კვადრატის" თამაშით გასცდებიან;
    არადა არაა ასე, წინა წლის ლიგის ფინალისტთან გაქვს საქმე ეს ოხერტიალი, გრანდთან….

  • RoNi_10
    schedule 01 მაი 2025, 02:01

    ციტატა: Sandro23
    მეჩვენება თუ ოლმო დიდ თამაშებში ი*ვამს?


    ოლმო არის ზამენის კაცი
    დღესაც სკამიდან რო შემოსულიყო უკეთ ითამაშებდა

  • me da barca
    schedule 01 მაი 2025, 01:58

    თქვენი არ ვიცი და მე მჯერა, რომ შეგვიძლია ფინალში გასვლა და ვისაც არ გჯერათ, გთხოვთ აქ მაინც ნუ დაწერთ. პესიმიზმი გადამდებია და ცუდად მოქმედებს ყველაზე. დორტმუნდთან 4 ბურთიანი ფორა გვქონდა, დალხენილები ჩავიდნენ და მაგიტომ დაგვახიეს ბურთი. აქ კი მოდუნების საშუალება არ აქვთ. ეს ომია, ომი და ამ ომს ბარსა მოიგებს. აი ნახავთ თუ არა.

  • Sandro23
    schedule 01 მაი 2025, 01:57

    მეჩვენება თუ ოლმო დიდ თამაშებში ი*ვამს?

  • Andrinhooo
    schedule 01 მაი 2025, 01:55

    ერთი ისაა კარგი რო ინტერი ფეხბურთელებს ვერ დაასვენებს სკუდეტო თუ უნდათ ძირითადს დააყენებს და ჩვენ დავასვენებთ ვალიადოლიდთან . მილანში კიდე ისე უნდა ითამაშონ როგორც ფინალი ყველა 101% უნდა დაიხარჯოს და რავიცი ამ უიღბლო გუნდს ცოტა იღბალიც თუ წაგვეხმარება ყველაფერი გამოვა

  • vitorborbafereira
    schedule 01 მაი 2025, 01:53

    ეს თამაში მარტინის სინდისზეა

    საერთოდ ვინ მიიყვანა ფეხბურთზე ეგ ბიჭი საოცრებაა და თან ფლიკსაც რომ ჩახვეული ჰყავს

    პირველი ორი გოლი მარტინის ბრალი იყო, მესამე შესნის რადგან დაკარგა პოზიცია კარში ვეტ გაერკვია გამოსულიყო და არა კარიდან ამიტომ ვერ აიღო ეგ რიკოშეტი

    ყველაზე ცუდი რაც ამ თამაშში გამოჩნდა ინტერი კარს არ აცილებს და არაფრისგან იტანს გოლს

  • araujo4
    schedule 01 მაი 2025, 01:49

    კრისტენსენი მაინც რა დონეა. თითქმის 1 წელია ტიპს არ უთამაშია და ესეთ თამაშში შემოვიდა შეცვლაზე და მაინც სოლიდური იყო

  • MESSI 2017
    schedule 01 მაი 2025, 01:48

    ციტატა: Albicelecte
    ჩელსისთან 0:0 რომ ჩავიდნენ…
    ისე, ლივერთან 3:0-ით ჩასვლას კი ჯობია ასე მობილიზებულად დარჩენა;
    იმას, რომ გეგონოს წამოწვები და პლაჟზე საწრუპს მოიმარჯვებ გვერდზე პოპკორნით;
    ნერვული თამაში იქნება და ფლიკს მოედანი არ ადარდებს;
    ბერნაბეუდან, 2-2 ჯერ ვანდა მეტროპოლიტანიდან და და ლუშიდან, წამოიღო მოგება, როცა ძალიან სჭირდებდოა და უჭირდა, სწორედ მაშინ


    კი კი ვიძახით რომ ფლიკმა მენტალურად მოხოდა მარა დორტმუნდთან რა ქნეს😀 ის ავტოგოლი რომ არა შეიძლება მე3 შეეგდოთ იმ ტაიმში