workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ტერ შტეგენი, შესაძლოა, ელ კლასიკოში დაბრუნდეს

ტერ შტეგენი, შესაძლოა, ელ კლასიკოში დაბრუნდეს

COPE-ს ჟურნალისტის, ელენა კონდისის ინფორმაციით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, შესაძლოა, ბარსელონას კოპა დელ რეის ფინალში, რეალ მადრიდის წინააღმდეგ დაუბრუნდეს (26 აპრილი).

ეს არ ნიშნავს, რომ გერმანელი მეკარე ელ კლასიკოში ითამაშებს, მაგრამ განაცხადში იქნება. მარკი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და, გავრცელებული ცნობებით, მალე სამედიცინო პერსონალისგან თამაშის ნებართვას მიიღებს.

ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა 2024 წლის სექტემბერში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ამის გამო კატალონიურმა კლუბმა შესნი დაიმატა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. პოლონელმა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ჩატარებულ 24 მატჩში კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა და მხოლოდ 1 წაგება აქვს.

საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჰანსი ფლიკი, როცა ორივე გოლკიპერი თავის განკარგულებაში იქნება. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ტერ შტეგენს თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ განაცხადიდან შესნის ამოიღებენ.

თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ ტერ შტეგენი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებდა, მაგრამ მისი რეაბილიტაცია გაცილებით სწრაფად წარიმართა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • Fc Barca Batumi
    schedule 22 აპრ 2025, 23:16
    #17

    მივესალმები შტეგოს დაბრუნებას, მაგრამ ამდენი ხნის უთამაშები და ეგრევე კოპას ფინალში? არა რააა…

  • Ramka345
    schedule 22 აპრ 2025, 17:41
    #16

    nika 54, რა სერიას 40 გოლს როუშვებს და ბარსა 42 იტანს ? 😀😀😀40 წლისაა ტიპი და გამოსვლა არიცის კარიდან შტეგენი პრაიმში როდაბრუნდეს ნახევარი გუნდია შესნის კიდე პენიაც ჯობია რთული ბურთების აღებაში

    აი ნერვები მოგეშლება ადამიანს ასე როგორ უნდა შეიზიზღო მეკარე პიროვნულად არადა რაც შესნიმ შეცდომები დაუშვა მაგდენი ბოლო 5 სეზონში არდაუშვია შტეგენს ბოლოს დაუშვა მონაკოსთან და ტიპს გადაუარეს 1-1 ზე ცხრიანებში ტენიდნენ და რატო ვერიღებსო მაგას აბრალებთ ყველაფერს მაგრად ტეხავს , ლევანას იმედენი აგინეს ტიპმა ტრამვა მიიღო,გამახსენეთ გარსიას როპასი მიცა მაგას ჯერ წესიერი ჩამშლელი მიიღებდა მერეკიდე შტეგენის მასეთი უაზრი შეცდომა შესნი რეებსაც აკეთებს არშეილება ასე გადავლა კაცისთვის არაფერი მეკარე არაა ეს შესნი 12 იდან 1 თამაში ითამაშა დანარჩენი 1-1 ზე ბურთს ვერიღებს იმიტორო ხიხოსავით გამოდის

    ბოლო ლალიგა მარტო მოიგო კაცმა და იქაც გაუფუჭეს საქმე დაცვამ რავიაბა ცოტა დაფასებაც უნდა იყოს მითუმეტეს მარტო ათრევდა გუნდს კარგახანი თან

  • nika 54
    schedule 22 აპრ 2025, 17:13
    #15

    როგორ აღიდგინა ფორმა ეს მოედანზე გამოჩნდება და ეხლა შჩესნის ნუ აურევთ სერიას, არ გვინდა შტეგენი ამის ფოკუსების ნერვები აღარ გვაქვს

  • me da barca
    schedule 22 აპრ 2025, 16:56
    #14

    მეკარე ყოველთვის იყო ბარსას სუსტი მხარე. ვერ ვიხსენებ ბარსას ყოლოდა ისეთი მეკარე, როგორებიც იყვნენ მაგალითად კასილასი, ბუფონი, ნოიერი, შმეიხელი და ასე შემდეგ.

  • CHEPE
    schedule 22 აპრ 2025, 15:24
    #13

    ციტატა: MaestroXavi

    ციტატა: NEYBarca

    ციტატა: პენდრაგონი
    სეზონის ბოლომდე შესნი უნდა იდგეს. ახლა ძირითადის კაცოს ცვლილება არ არის მომგებიანი. ახალი სეზონიდან შტეგენი უნდა დადგეს ისევ. რაც არ უნდა იყოს, მარკის გამოსვლები, ფეხით თამაში და გუნდთან ქიმია, მაინც სხვა სიმაღლეზეა


    ჩესნი ბევრად უკეთ თამაშობს ფეხით და უფრო ჭკვიანურ პასებსაც იძლევა.


    შესნი თამაშობს შტეგენზე კარგად ფეხით? 2 დღის წინ დაიწყე ფეხბურთის ყურება?
    რას არ წაიკითხავ ამ საიტზე


    შტეგენი თუ თამაშობს რამდენი შეცდომა დაუშვია ეგეც გემახსოვრება მაშინ🤭🤭🤭 მაგის გამო გოლიც გასულა და კაციც გაუძევებიათ ეგრე კარგად რომ თამაშობს ფეხით და შესნის არ დაუშვია შეცდოა ფეხით არასდროს თამაშობს ისე რომ მეტოქისგან იერიში არასდროს წამოწყებულა

  • gafbabb
    schedule 22 აპრ 2025, 15:24
    #12

    ეს ძეგლი მოგვშორდეს ერთ დღეს ჩემი ოცნებაა

  • Levani
    schedule 22 აპრ 2025, 14:28
    #11

    Შესნის კარგი თამაში მე მარტო ბენფიკასთან მახსოვს დალშე მხოლოდ მარტივ ბურთებს იღებს შეცდომებიც ბევრი აქ რამდენჯერ პენალტი დაინიშნა მისი დაგვიანებული გამოსვლების გამო სელტასთან პირველი გოლიც მის კისერზეა მანდ კუბარსის უნდა ეთამაშა პირველს და საბოლოოდ ვერც თვითონ ითამაშა პირველმა და კუბარსისაც ხელი შეუშალა. წლევანდელი წელი სისულელე იქნება მისი ამოგდება რადგან შტეგენი ფორმაში არარის თუმცა მომავალი წლიდან არამგონია ისევ მასზე გათვლა მომგებიანი იყოს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 22 აპრ 2025, 13:41
    #10

    ციტატა: NEYBarca

    ციტატა: პენდრაგონი
    სეზონის ბოლომდე შესნი უნდა იდგეს. ახლა ძირითადის კაცოს ცვლილება არ არის მომგებიანი. ახალი სეზონიდან შტეგენი უნდა დადგეს ისევ. რაც არ უნდა იყოს, მარკის გამოსვლები, ფეხით თამაში და გუნდთან ქიმია, მაინც სხვა სიმაღლეზეა


    ჩესნი ბევრად უკეთ თამაშობს ფეხით და უფრო ჭკვიანურ პასებსაც იძლევა.


    არა, არ თამაშობს უკეთ შესნი ფეხით :დ მეტი რა გითხრა

  • Ramka345
    schedule 22 აპრ 2025, 13:15
    #9

    MaestroXavi, ვერაფერში ვერჯობია არადა შტეგენს სელტასთან 1-1 ზე უეჭველი აიღებდა შპაკატით როგორც ჩვევია პირველ ორგოლს ხოარგაუშვებდა არადა რასაც ურტყავენ გოლია შესნის შუაში დარტყმულებს იღებს 😀😀😀

  • MaestroXavi
    schedule 22 აპრ 2025, 13:06
    #8

    ციტატა: NEYBarca

    ციტატა: პენდრაგონი
    სეზონის ბოლომდე შესნი უნდა იდგეს. ახლა ძირითადის კაცოს ცვლილება არ არის მომგებიანი. ახალი სეზონიდან შტეგენი უნდა დადგეს ისევ. რაც არ უნდა იყოს, მარკის გამოსვლები, ფეხით თამაში და გუნდთან ქიმია, მაინც სხვა სიმაღლეზეა


    ჩესნი ბევრად უკეთ თამაშობს ფეხით და უფრო ჭკვიანურ პასებსაც იძლევა.


    შესნი თამაშობს შტეგენზე კარგად ფეხით? 2 დღის წინ დაიწყე ფეხბურთის ყურება?
    რას არ წაიკითხავ ამ საიტზე

  • ☠️Spooky☠️
    schedule 22 აპრ 2025, 12:06
    #7

    შანსი არაა. მე რო მკითხოს კაცმა გასაყიდიც არის და კაი ძირითადის მეკარეა მოსაყვანი მომავლიდან,მარა ფინანსების გათვალისწინებით შესნი/შტეგენი ერთი წლით კიდე შეიძლება…

  • Ramka345
    schedule 22 აპრ 2025, 12:05
    #6

    კარგით, მართლა ამბობთ რო ახლა შტეგენი დააყენონ ამ შესნის ვერ აჯობებს ვარჯიშებზე მაინც გადახედეთ რეებს აკეთებს, ცელტასთან 3 ივე ბურთი ასაღები იყო დორტმუნდთან 2 ი გოლი შესნის კისერზეა მეცროვიდგე ამგუნდში მეც არწავაგებ იმდენი გოლი გააქვთ

  • NEYBarca
    schedule 22 აპრ 2025, 11:55
    #5

    ციტატა: პენდრაგონი
    სეზონის ბოლომდე შესნი უნდა იდგეს. ახლა ძირითადის კაცოს ცვლილება არ არის მომგებიანი. ახალი სეზონიდან შტეგენი უნდა დადგეს ისევ. რაც არ უნდა იყოს, მარკის გამოსვლები, ფეხით თამაში და გუნდთან ქიმია, მაინც სხვა სიმაღლეზეა


    ჩესნი ბევრად უკეთ თამაშობს ფეხით და უფრო ჭკვიანურ პასებსაც იძლევა.

  • Rick Sanchez
    schedule 22 აპრ 2025, 11:51
    #4

    ტერ შტეგენი ძალიან მიყვარს, მაგრამ სეზონის ბოლომდე ჯობია შესნი იდგეს კარში.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 22 აპრ 2025, 11:48
    #3

    სეზონის ბოლომდე შესნი უნდა იდგეს. ახლა ძირითადის კაცოს ცვლილება არ არის მომგებიანი. ახალი სეზონიდან შტეგენი უნდა დადგეს ისევ. რაც არ უნდა იყოს, მარკის გამოსვლები, ფეხით თამაში და გუნდთან ქიმია, მაინც სხვა სიმაღლეზეა

  • P E D R I T O – 8
    schedule 22 აპრ 2025, 11:07
    #2

    ჩვენ კაპიტანს პატივისცემა მაგრამ ამის თამაში მხოლოდ მაშინ შეიძლება თუ კლასიკო მოვოგეთ და 7 ქულით წინ ვიყქნებით რეალსზე მაშინ შეიძლება ლა ლიგოს მატჩში ათამაშო.ლიგაზე ზედმეტია საუბარი

  • Don Vinton
    schedule 22 აპრ 2025, 10:36
    #1

    სეზონის ბოლომდე შტეგენის თამაში მხოლოდ ამხანაგურ მატჩშია მისაღები