workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ფრენკი დე იონგის 250-ე მატჩი ბარსელონაში

ფრენკი დე იონგის 250-ე მატჩი ბარსელონაში

“სელტასთან” გამართული დრამატული მატჩი (4-3) “ბარსელონას” 27 წლის ნახევარმცველისთვის, ფრენკი დე იონგისთვის საიუბილეო აღმოჩნდა.

დე იონგმა “ბლაუგრანას” მაისურით 250-ე შეხვედრა ჩაატარა.

დე იონგი “ბარსაში” 2019 წლის ივლისში გადმოვიდა. მისი ოფიციალური დებიუტი 16 აგვისტოს “ბილბაოსთან” სტუმრად გამართულ მატჩში შედგა.

ფრენკიმ კატალონიური კლუბში 171 თამაში – ესპანეთის ჩემპიონატში, 42 – ჩემპიონთა ლიგაზე, 20 – ესპანეთის თასზე, 9 – ესპანეთის სუპერ თასზე, 8 შეხვედრა კი ევროპა ლიგაზე ჩაატარა. ნიდერლანდელმა შუახაზელმა 19 გოლი გაიტანა და 21 ასისტი გააკეთა. მან “ბარსელონასთან” ერთად ჯერჯერობით 4 ტიტული მოიგო – 1 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი და 2 ესპანეთის სუპერ თასი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • nika 54
    schedule 20 აპრ 2025, 16:20
    #18

    ციტატა: araujo4
    გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა!


    ჭეშმარიტად ძმაო!!! innocent

  • Albicelecte
    schedule 20 აპრ 2025, 14:32
    #17

    ნუ გარანტირებული არ უნდა ჰქონდეს ადგილი;
    თუ 50 ლიმონს გადაიხდიან, გავუშვებდი
    თუ არა და დავტოვებდი და ასე თუ ისე საჭიროა; აქვს გამონატებები
    საყრდენზე ბერნალი და კასადო როცა გყავს, ეს შემდეგი არჩევანია, უბრალო მიზეზით თუნდაც – არაა საყრდენი
    ცენტრალურ ნახევარმცველად – კლასიკური ცენტრალურია, ანუ უფრო გავის და ცოტა პედრის კონკურენტი, სადაც აგენს ამ ორთან;
    ფერმინი და ოლმო კი ერთმანეთს გაუცვლიან სათამაშო დროს;
    გუშინდელ მატჩში მე-2 გოლი აშკარად ამის კისერზე იყო და მე-3 გოლის ეპიზოდში, საყრდენი ზონა მიტივებული ჰქონდა, ც/მცველებთან ერთად მის კისერზეც იყო

  • araujo4
    schedule 20 აპრ 2025, 13:55
    #16

    ციტატა: Barca for life

    ციტატა: walker599
    შემდეგ წელს, ბერნალი და კასადო რო დაბრუნდებიან ბევრად მეტის გაკეთება მოუწევს ფრენკის რო სასტავში დადგეს, კასადოც უფრო გამოცდილი იქნება და ბერნალიც კონკურენცია ძალიან გაიზრდება და ძალიან კარგია, გავისაც ძალიან მოუწევს მომატება, გარანტირებული ადგილი მარტო პედრის ექნება, ერთი ისეთი მარჯვენა მცველი გვინდა ორივე ფლანგზე რო თამაშობს, კანსელუს სტილის და რაღათქმაუნდა 9 იანი. რეალურად 2 კარგი ტრანსფერი საკმარისია

    ჰუსეინი როა ესპანელი მცველი მე მაგ კაცზეც ვიჩალიჩებდი, კუბარსის გვერდით მომავლის დაცვა იქნებოდნენ, ინიგო ასაკშია და შემცვლელიც არ ყავს


    თუ ყველაფერი კარგად დალაგდა და ბერნალი ფორმაში დაბრუნდა, ბერნალი-პედრი-ოლმო იქნება ნახდაცვა როგორც ფლიკი აპირებდა ამ სეზონის დასაწყისში ბერნალის ტრავმა რომ არა.
    ტრანსფერებს რაც შეეხება, მხოლოდ 2 ტრანსფერით ვერ გამოვძვრებით, ვინგერიც აუცილებლად გვჭირდება რათა ხალხი დავასვენოთ და მეკარეც საჭიროა რადგან ამ შტეგენისა და შესნის იმედზე ჩემი მტერი იყოს.
    ჰუისენს რაც შეეხება ეგ პირწავარდნილი მადრიდისტაა და მაგათ ეჩალიჩება რახანია რომ წაიყვანონ, მაგრამ მადრიდი დაინტერესებული არაა. არადა გამოსასყიდი 50მ აქვს და კი გადაიხდიდა კაცი თან ამ არაუხოს გავყიდდით მაგ ფასად და ჰუისენს მოვიყვანდით მარა რავიცი..
    დეკუს ხელში ვაბშე რა იქნება კაცმა არ იცის..


    ხო ნუ ეხლა დე იონგი რო სკამზე იქნება და ბერნალი და ოლმო ძირითადში ეგ უბრალოდ მოსაზრებაა. ამ სეზონის სტარტს რო ახსენებ, დე იოგნს ტრავმა ქონდა და ვერანაირად ვერ ითამაშებდა. ბერნალი მეც ძაან მომეწონა რაც ითამაშა მაგრამ ესე გადაჭრით ვერ ვიტყვი ჯერ ვერაფერს. კასადომაც ისე დაიწყო რაღაც მომენტი ვფიქრობდი დე იონგს არ ააყენებს სკამიდან თქო მაგრამ მერე ისეთი ჩავარდნა დაეწყო რო უკან წამაყებინა ჩემი აზრები. ახალგაზრდა, გამოუცდელი, რომელსაც უმაღლეს დონეზე არ აქვს ნათამაშები საერთოდ, გამოვიდეს და ფრენკი სკამზე დასვას რთული იქნება. კი ვიცი შენ და ბევრ აქ მყოფს არ გევასებათ ფრენკი მაგრამ ფლიკიც და ალბათ ყველა მწვრთნელი ხედავს რა დონეც აქვს. მეკარეს მოყვანის ტრაკი კიდე არავის არ აქვს, რჩება შესნი ერთი სეზონიც და ეგ და შტეგენი იქნებიან კონკურენციაში. ეგ ალბათ გადაწყვეტილია. ფლანგის მცველს მოიყვანენ და ალბათ ვინმე შემტევს. ტოპ ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია ისე გვიჭირს ისევ. ვითომ გადავედით 1:1 წესზე და მერე ისევ მოგვედავენ

  • walker599
    schedule 20 აპრ 2025, 12:25
    #15

    შემდეგ წელს, ბერნალი და კასადო რო დაბრუნდებიან ბევრად მეტის გაკეთება მოუწევს ფრენკის რო სასტავში დადგეს, კასადოც უფრო გამოცდილი იქნება და ბერნალიც კონკურენცია ძალიან გაიზრდება და ძალიან კარგია, გავისაც ძალიან მოუწევს მომატება, გარანტირებული ადგილი მარტო პედრის ექნება, ერთი ისეთი მარჯვენა მცველი გვინდა ორივე ფლანგზე რო თამაშობს, კანსელუს სტილის და რაღათქმაუნდა 9 იანი. რეალურად 2 კარგი ტრანსფერი საკმარისია

    ჰუსეინი როა ესპანელი მცველი მე მაგ კაცზეც ვიჩალიჩებდი, კუბარსის გვერდით მომავლის დაცვა იქნებოდნენ, ინიგო ასაკშია და შემცვლელიც არ ყავს

  • Rick Sanchez
    schedule 20 აპრ 2025, 07:17
    #14

    ციტატა: Iniesta_8
    გილოცავთ აღდგომას

    დე იონგის შედეგი ძაან სუსტია ბარსას ნახევარმცველისთვის, 40 საგოლე მოქმედება 250 თამაშში.


    შემტევი ნახევარმცველი არაა ძმა, შორიდანაც არ ურტყავს.

  • Iniesta_8
    schedule 20 აპრ 2025, 03:54
    #13

    გილოცავთ აღდგომას

    დე იონგის შედეგი ძაან სუსტია ბარსას ნახევარმცველისთვის, 40 საგოლე მოქმედება 250 თამაშში.

  • ☠️Spooky☠️
    schedule 20 აპრ 2025, 03:15
    #12

    აუცილებლად შემცვლელი გვჭირდება, არასტაბილური იგროკია. არ მგონია ვინმე იყიდონ საყრდენზე,აიტო იმედია ბერნალი კარგად დაბრუნდება და კასადოც არ ჩაქრება,პლუს გარსიაც აქაა და ამ პოზიციას აღარავინ გააძლიერებს… კაი 9 გვჭირდება აუცილებლად, ფატი წავა და ერთი ნორმალური ვინგერი.დალშე შეტევაც და სკამიც ნორმ. ერთი ფლანგის მცველი უეჭველი გვინდა. ტა მოვა კიდე და ნიჩეო რა. ბავშვებსაც ხო გამოვჩეკავთ როგორც ყოველთვის💙❤️ ეს 4 ტრანსფერი სასიცოცხლოდ აუცილებელია,პლუს უკვე აკადემიაც. ფატი წავა,ლევა წავა ან სკამზე, არაუხოც გასაყიდია,დანარჩენები ზოგი ძირითადია ზოგიც სკამზე გვინდა…

  • me da barca
    schedule 20 აპრ 2025, 02:26
    #11

    ციტატა: Bakero
    გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტე აღდგა !


    ჭეშმარიტად აღსდგა!

  • Bakero
    schedule 20 აპრ 2025, 02:02
    #10

    გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტე აღდგა !

  • MaestroXavi
    schedule 20 აპრ 2025, 01:58
    #9

    ქრისტე აღდგა მორწმუნეებო

  • jigliga
    schedule 20 აპრ 2025, 01:29
    #8

    ქრისტე აღსდა მრავალს დაესწარით!
    კაკრას ფრენკის ედება საქმე დღეს არიყო დამაჯერებელი ისედაც რა იმედებსაც ამყარებდა გუბდი და რა თანხაც გადაიხადა პლუს რა ანაზღაურებაც მაგდენად ვერ ამართლებს და დროა დაიწყონ შემცვლეზე ფიქრი ბარსელონას ქონდა ინტერსსი შტუტგარდის ჩამშლელე შტილერზე და არარის ეგ იგროკი ხელიდან გასაშვები თანა არამგონია რაგაცა ასტრონიმიული თანხა დაასახელონ.

  • araujo4
    schedule 20 აპრ 2025, 01:27
    #7

    გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა!

  • Neymar
    schedule 20 აპრ 2025, 01:01
    #6

    ციტატა: nikusha
    ქრისტე აღდგა! გილოცავთ!


    ჭეშმარიტად აღსდგა ❤️ გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით☦️❤️

  • lesane C
    schedule 20 აპრ 2025, 00:58
    #5

    ციტატა: nikusha
    ქრისტე აღდგა! გილოცავთ!


    ჭეშმარიტად აღსდგა, გილოცავთ ყველას

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 20 აპრ 2025, 00:26
    #4

    ციტატა: nikusha
    ქრისტე აღდგა! გილოცავთ!


    ჭეშმარიტად❤️

  • nikusha
    schedule 20 აპრ 2025, 00:19
    #3

    ქრისტე აღდგა! გილოცავთ!

  • Frenkie de Jong_
    schedule 19 აპრ 2025, 23:54
    #2

    მაგარი არასტაბილურია რა.

    კაროჩე სანდო ტონალის და ბარსას ერთმანეთი ჭირდება

    სხვა მეტი ბაზარზე არაა.

  • Vamsdreini.1
    schedule 19 აპრ 2025, 23:52
    #1

    კაროჩე გაორება მაქვს ფრენკის მიმართ, თუ წაუვიდა თამაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არის თავის პოზიციაზე, ერთი თუ აურია და შეიძლება მთელი თვე ზარალი იყოს, 6 წელია ბარსაში არის და მაინც არასტაბილური მოთამაშეა ჩემთვის, როდის აუდგება უნდა ელოდო რა.