მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰაზარდი: “მესის არ აქვს ზიდანისა და პლატინის მსგავსი ელეგანტურობა”

ჰაზარდი: “მესის არ აქვს ზიდანისა და პლატინის მსგავსი ელეგანტურობა”

ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი, რომელიც ლიგა 1-ში გამოდის, მიიჩნევს, რომ დღეს მესი საუკეთესოა, თუმცა არგენტინელი არ არის სხვა დიდი ფეხბურთელების დონის.

 

“ერთი რამ ცხადია, დღეს მესი საუკეთესოა.” – განუცხადა ჰაზარდმა ჟურნალ Extra Time-ს. “მაგრამ, ჩემი შეხედულებით, მას არ აქვს ზიდანისა და პლატინის მსგავსი ელეგანტურობა.”- დაამატა ბელგიელმა.

 

ლეო მესი, რომელმაც შარშან “ოქროს ბურთი” მოიგო და წელსაც საუკეთესო ფეხბურთელთა წოდებისთვის მებრძოლ 23 კაციან სიაშია შესული, ფავორიტად მოიაზრება. აზარის შეხედულებით, ხსენებული ჯილდოს ფილოსოფია განსხვავებული უნდა იყოს. “უამრავი ფეხბურთელი, მაგალითად ანრი და გიგზიც იმსახურებენ ამას, თავიანთი გრძელი და წარმატებული კარიერის გამო. დამატებით ვიტყვი, რომ შარშან “ოქროს ბურთი” სნეირედის უნდა გამხდარიყო. მე ამ პრიზს გადავცემდი ინიესტას, ჩავის ან კრიშტიანუ რონალდუს.” – დაასრულა ჰაზარდმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში